საზოგადოება

ალექსანდრე დალაქიშვილმა, საპარლამენტო კონტროლის განხორციელების მიზნით, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სადეპუტატო კითხვით მიმართა

Nusagi

პარლამენტის რეგლამენტით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ინფორმაციის მიღების მიზნით, საპარლამენტო უმრავლესობისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის წევრმა ალექსანდრე დალაქიშვილმა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, საწარმოთა მიერ კანონის აღსრულებიდან გამომდინარე გატარებული ღონისძიებებისა და სამინისტროს მიერ განხორციელებული საქმიანიბის თაობაზე სადეპუტატო კითხვით მიმართა.

დალაქიშვილი ცვლილებათა პაკეტის მიღებიდან ერთი წლის განმავლობაში მიღწეულ შედეგებსა და გამოწვევებს აჯამებს. როგორც ის აღნიშნავს, ერთი წლის შემდეგ, განსაკუთრებით ინდუსტრიულ ქალაქებში, მნიშვნელოვან გამოწვევად გარემოსდაცვითი კონტროლის მექანიზმების აღსრულების ნაწილი რჩება.

საანგარიშო პერიოდში, სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, პროგრესი გამოვლინდა შემდეგ მიმართულებებში: განსაზღვრულია ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი რეგულირების ობიექტების მიმდინარე წლის კომპლექსური შემოწმების გეგმა; მიმდინარეობს საინფორმაციო შეხვედრები საწარმოების წარმომადგენლებთან თვითმონიტორინგის ვალდებულებასთან დაკავშირებით; სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან რეგულარულად ხორციელდება კონსულტაციების გაწევა დაინტერესებული საწარმოებისა და მათ მიერ დაქირავებული საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლებისათვის; აქტიურად მიმდინარეობს საწარმოების მონიტორინგი კომუნიკაციის ოფიციალური არხების საშუალებით, რომლის ფარგლებშიც საწარმოები ეტაპობრივად აწვდიან სამინისტროს კონკრეტულ გეგმა-გრაფიკს გონივრულ ვადებში აღნიშნული ვალდებულების შესასრულებლად.’’ – როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პარლამენტის წევრისთვის მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ეფექტიანობის ზრდა.

ალექსანდრე დალაქიშვილი: ჩვენთვის მნიშვნელოვანია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ეფექტიანობის ზრდა.

პარლამენტის მიერ ცვლილებათა პაკეტის მიღებიდან ერთი წლის შემდეგ, კვლავ გამოწვევად რჩება გარემოსდაცვითი კონტროლის მექანიზმების აღსრულების ნაწილი, რაც ჩვენი თანამოქალაქეებისთვის საკმაოდ მტკივნეულია, განსაკუთრებით ინდუსტრიულ ქალაქებში. 📌 პარლამენტის რეგლამენტით მონიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, ინფორმაციის მიღების მიზნით, კითხვით მივმართე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საწარმოთა მიერ კანონის აღსრულების მიზნით გატარებული ღონისძიებებისა და სამინისტროს მიერ განხორციელებული კონტროლის მექანიზმების თაობაზე. სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის შესაბამისად:

განსაზღვრულია ატმოსფერული ჰაერის დამაბინძურებელი რეგულირების ობიექტების მიმდინარე წლის კომპლექსური შემოწმების გეგმა;

მიმდინარეობს საინფორმაციო შეხვედრები საწარმოების წარმომადგენლებთან თვითმონიტორინგის ვალდებულებასთან დაკავშირებით;

სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან რეგულარულად ხორციელდება კონსულტაციების გაწევა დაინტერესებული საწარმოებისა და მათ მიერ დაქირავებული საკონსულტაციო კომპანიების წარმომადგენლებისათვის; ✅

აქტიურად მიმდინარეობს საწარმოების მონიტორინგი კომუნიკაციის ოფიციალური არხების საშუალებით, რომლის ფარგლებშიც საწარმოები ეტაპობრივად აწვდიან სამინისტროს კონკრეტულ გეგმა-გრაფიკს გონივრულ ვადებში აღნიშნული ვალდებულების შესასრულებლად.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,938,851 ნახვა
%d bloggers like this: