საგარეო პოლიტიკა

„მოვისმენ რას იტყვის“ – ლავროვი აცხადებს, რომ ბლინკენთან სასაუბროდ მზად არის

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დაადასტურა, რომ პატიმრების შესაძლო გაცვლის საკითხზე მზად არის აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს ესაუბროს. საუბარია WNBA-ს ვარსკვლავ ბრიტნი გრინერისა და კიდევ ერთ დაპატიმრებულის შესაძლო გაცვლაზე. იტყობინება ამერიკული მედია

„ეიბისი ნიუსი“ წერს, რომ ვაშინგტონმა შესთავაზა რუსეთს გარიგება, რომელიც ბრიტნი გრინერს და კიდევ ერთ  ამერიკელ პატიმარს პოლ უელანს, სახლში დააბრუნებდა.

უზბეკეთში ვიზიტისას ლავროვმა თქვა, რომ მისმა სამინისტრომ მიიღო აშშ-ს ოფიციალური თხოვნა ბლინკენთან სატელეფონო საუბრის შესახებ. 

რუსეთის უმაღლესმა დიპლომატმა თქვა, რომ საუბრისთვის მოსკოვში დაბრუნების შემდეგ იქნება მზად. 

ამასთან, ლავროვის თქმით, ის მზად არის პატიმრების გაცვლის საკითხზე მსჯელობისთვის, მიუხედავად იმისა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ საკითხზე წინა დისკუსიებში არ ყოფილა ჩართული.

„მოვისმენ, რას იტყვის“, – დასძინა ლავროვმა.

ამერიკული მედია იტყობინება, რომ კალათბურთის ვარსკვლავის გრინერის დაპატიმრება მოსკოვსა და ვაშინგტონს შორის გამწვავებული დაძაბულობის ფონზე მოხდა. გრინერის ხუთთვიანმა პატიმრობამ ძლიერი კრიტიკა გამოიწვია შეერთებულ შტატებში თანაგუნდელებსა და მხარდამჭერებში.

31 წლის გრინერი შერემეტიევოს აეროპორტში თებერვალში დააკავეს. ბრალდების მიხედვით, მას ნარკოტიკული ნივთიერება, კანაფის ზეთი ჰქონდა თან ელექტრონული სიგარეტის კარტრიჯში. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,401,638 ნახვა
%d bloggers like this: