სპორტი

პარაპლანის პილოტი: ბოდიში, პოლიტიკური განცხადება უნდა გავაკეთო- ოლიგარქს ყავს კერძო ვერტმფრენი და სამთო კურორტებს არ ყავთ სამაშველო ვერმფრენი

Nusagi

პარაგლაიდინგის ფედერაციის პილოტი მარიამ ბაბუნაშვილი ტვ-პირველთან ინტერვიუს დროს პოლიტიკურ განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ გუდაურში მომხდარი ტრაგედიის მიზეზი არის „ოლიგარქი, რომელსაც ყავს კერძო ვერტმფრენი მაშინ, როდესაც სამთო კურორტებს არ ყავთ არცერთი სამაშველო ვერტმფრენი“.

მისივე თქმით, პარაგლაიდინგი საკმაოდ სახიფათო სპორტია და ყველა მგზავრი, რომელიც გუდაურში დაფრინავს, ხელს აწერს, რომ ის იაზრებს რისკებს.

„ძალიან დიდი ბოდიში, მაგრამ პოლიტიკური განცხადება უნდა გავაკეთო. ტრაგედიის მიზეზი ის არის, რომ საქართველოში ოლიგარქს ყავს კერძო ვერტმფრენი, სამთო კურორტებს კი არ ყავთ არცერთი სამაშველო ვერტმფრენი. პარაგლაიდინგში ასი პროცენტით დაზღვეული არავინ არის, თუმცა ასეთი შემთხვევები არ ხდება ხშირად. სახელმწიფო აპირებს, ჯოხი გადატეხოს პილოტებზე, რომლებიც დაფრინავენ პარაპლანით. ბატონმა გომელაურმა კი, გამოსავლის ძიების მაგივრად გადაწყვიტა, პარაგლაიდინგი შეწყვიტოს საქართველოში“,-აცხადებს მარიამ ბაბუნაშვილი.

მისივე თქმით, ქვეყანას არ ყავს არც ერთი სამაშველო ვერტმფრენი და მი-8 ვერტმფრენის იქ შეშვება იყო სიკვდილზე ხელის მოწერა.

„არ მივცემ ბატონ გომელაურს იმის საშუალებას, რომ ჯოხი გადატეხოს ადამიანებზე. ჩვენ, საქართველოს პარაგლაიდინგის ფედერაცია ვართ არაოფიციალური. წლებია, დავდევთ სამინისტროს, რომ მოგვანიჭონ ლეგიტიმაცია, მილიონ მისამართზე გადაგვამისამართეს და ლეგიტიმაცია არ მოგვანიჭეს. არიან გაურკვეველ მდგომარეობაში და უარს გვეუბნებიან. ამიტომ, წლების განმავლობაში არ გვაქვს იმის საშუალება, გავაკონტროლოთ, იყო თუ არა პილოტი ლიცენზირებული, ჰქონდა თუ არა სათანადო აღჭურვილობა“,-განაცხადა მან.

მისივე თქმით, დღეს ჩამოვარდნილი პარაპლანის პილოტს პირადად არ იცნობს.

„გუდაურში დაფრინავს ძალიან ბევრი კომერციული ჯგუფი და ამ პილოტს მე არ ვიცნობ. ჩამოვარდნის მიზეზი მხოლოდ პილოტს ეცოდინება და სხვას არავის, რადგან ჰაერში ის იყო“,-აცხადებს პილოტი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,176,013 ნახვა
%d bloggers like this: