Uncategorized

პილოტი შამილ ქორთოშიძე: ჩვენ მთიან ადგილებში მი-8 იდეალური შვეულმფრენია, მას ანალოგი არ გააჩნია სამაშველო სამუშაოებისთვის

Nusagi

ვფიქრობ, ქარის ფაქტორი იყო, კლდესთან ახლოს დაეკიდნენ და ამ დროს ქარმა შეიცვალა მიმართულება,-აცხადებს პილოტი შამილ ქორთოშიძე გუდაურში მომხდარ ტრაგედიაზე ტვ-პირველთან საუბრის დროს.

მისი თქმით, შვეულმფრენი კლდესთან ახლოს იყო, ამ დროს ქარმა შეატრიალა და კუდით დაეტაკა კლდეს.

„ის ადგილი, სადაც პარაპლანი იყო ჩავარდნილი, ძალიან ვიწროა, არეალი იყო პატარა. შეჯახების შემდეგ, ინერციით გადმოაგდო უკან, შვეულმფრენმა დაიწყო ტრიალი, პილოტი შეეცადა გაჩერებას და ამ დროს ეს დაზიანებული კუდი გადატყდა და გახდა უმართავი“,-აცხადებს პილოტი.

მისივე თქმით, შეიქმნება კომისია და შავი ყუთის მეშვეობით გაირკვევა ზუსტი ინფორმაცია.

„ზაზა ლორიას 32 წლის გამოცდილება ჰქონდა, შვეულმფრენი გამართული იყო. ამიტომ, ვერც ეკიპაჟის შეცდომას დავარქმევ და ვერც ტექნიკის გაუმართაობას, ალბათ, უფრო ქარის ფაქტორმა იმოქმედა“.

რაც შეეხება, შვეულმფრენის ტიპს, ქორთოშიძე აცხადებს, რომ მი-8 ვერტმფრენს ჩვენს მთიან ადგილებში ანალოგი არ გააჩნია და ის საუკეთესოა სამაშველო ოპერაციების დროს.

„ძლიერი ვერტმფრენია. გამორიცხულია სიძველის ან რესურსის უქონლობით მომხდარიყო, რადგან ყველა აგრეგატის რესურსის ათვლა მიდის ცალ-ცალკე. მით უმეტეს, ზაზა ლორია არა მხოლოდ ეკიპაჟის მეთაური იყო, არამედ ფრენების დარგში სამმართველოს უფროსის მოადგილე მას დიდი გამოცდილება ჰქონდა, ძალიან ბევრი სამაშველო ოპერაცია ჰქონდა ჩატარებული. სამაშველო ოპერაციების დროს ეს შვეულმფრენი იდეალურია“,-აცხადებს პილოტი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,029,995 ნახვა
%d bloggers like this: