პოლიტიკა

The New York Times: ენტონი ბლინკენი  დარწმუნებული არ არის რუსეთის ტერორიზმის მხარდამჭერ სახელმწიფოდ აღიარების აუცილებლობაში

Nusagi

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი დარწმუნებული არ არის რუსეთის ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ აღიარების აუცილებლობაში, სენატის მიერ მიღებული შესაბამისი რეზოლუციისა და გავლენიანი პოლიტიკოსების მოწოდების მიუხედავად. ამის შესახებ სტატიას გავლენიანი ამერიკული გამოცემა The New York Times ავრცელებს.

ჟურნალისტების ინფორმაციით, რამდენიმე კვირის განმავლობაში ბლინკენზე ხორციელდება ზეწოლა, რათა მან ოფიციალურად გამოაცხადოს რუსეთი ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ. თუმცა ბლინკენი ამ წნეხს წინააღმდეგობას უწევს, რადგან შიშობს, რომ საპასუხო ნაბიჯი აიძულებს შეერთებულ შტატებს სანქციები დაუწესოს ზოგიერთ მოკავშირე ქვეყანას, რომელიც საქმიან ურთიერთობას ინარჩუნებს რუსეთთან და ამასთან, გაანადგურებს დიპლომატიის ნარჩენებს ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის.

აშშ-ის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ სანქციები, რომელიც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და სხვა სახელმწიფოებმა რუსეთის წინააღმდეგ დააწესეს „აბსოლუტურად შეესაბამება შედეგებს, რომლებიც დადგებოდა რუსეთის ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ აღიარების შემთხვევაში, შესაბამისად, ბლინკენი მიიჩნევს, რომ პრაქტიკული შედეგები იგივეა. ამასთან, The New York Times წერს, რომ რუსეთის ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ აღიარება გამოიწვევს სანქციების გამკაცრებას რუსეთის წინააღმდეგ, კონკრეტულად კი შესაძლებელს გახდის ჯარიმების დაწესებას ქვეყნებისთვის, რომლებიც მოსკოვთან ბიზნესის წარმოებას აგრძელებენ. ეს ასევე საშუალებას მისცემს მოქალაქეებს რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ სარჩელი ამერიკულ სასამართლოებში შეიტანონ.

ცნობისთვის, აშშ-ის სენატმა რეზოლუცია მიიღო, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტს მოუწოდებს, რუსეთი ტერორიზმის დამფინანსებელ სახელმწიფოდ აღიაროს, საქართველოში, ჩეჩნეთში, უკრაინასა და სირიაში ჩადენილი ქმედებების გამო.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,931,875 ნახვა
%d bloggers like this: