პოლიტიკა

ზაზა შათირიშვილი: სამ ფაქტორს თუ შევკრებთ ერთად – შვეიცარიული ბანკის სრულიად გამაოგნებელ მოქმედებას, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არ მინიჭებას და ხელისუფლებაზე ენჯეოებისა, თუ მედიის მხრიდან ზეწოლას დავინახავთ, რომ მთავარი მომენტი არის ორკესტრირება

Nusagi

,,ლოგიკა არის მარტივი, როგორც ეკა გიგაურმა აღნიშნა, ომით იქმნება გარკვეული ფანჯარა და ეს ფანჯარა უნდა გამოვიყენოთო. ანუ, ეს აზრი მარტო უკრაინელებს კი არ უტრიალებდათ თავში, ქართული ე. წ ენჯეო სექტორი ამას ახმოვანებდა,’’ – ასე უპასუხა ფილოსოფოსმა ზაზა შათირიშვილმა PALITRA NEWS ეთერში დასმულ შეკითხვას, თუ რა ფაქტორებს გულისხმობს ის, როდესაც საუბრობს ზეწოლაზე საქართველოს ომში ჩართვასთან დაკავშირებით.

როგორც ფილოსოფოსმა განმარტა, არის სამი ფაქტორი, რაც მას აფიქრებინებს, რომ საქართველოს ხელისუფლებაზე იყო დიდი ზეწოლა ომში ჩართვასთან დაკავშირებით.

,,არის რამდენიმე ირიბი მომენტი. ერთი ირიბი მომენტი არის უკრაინული ემიგრაციის აზრი, რომელიც მე ვიცოდი. მეორე, მე რასაც ვუყურებდი რა ხდებოდა ქართულ ენჯეო და მედია სექტორში. სადაც პირდაპირ იყო მოწოდებები რუსეთთან კონფლიქტის გამწვავების, რაც აგრეთვე არის ძალზე მნიშვნელოვანი. ასევე, არის ძალიან საინტერესო პერსონაჟებისაგან პატრიოტული პათოსი. როდესაც, მაგალითად, ქალბატონი ლომჯარია ამბობს, რომ ურჩევნია თავზე ბომბები ცვიოდეს.

აქ საუბარია 2 ტიპის ზეწოლაზე, რომელიც ხორციელდებოდა მთელი თვეების განმავლობაში და დაგვირგვინდა ცნობილი აქციებით, საუბარია ენჯეოსექტორისა და ენჯეოინტელექტუალების მეშვებით ზეწოლაზე.

ყველაზე საინტერესო მომენტი არის ევროკავშირის ფაქტორი. ყველა აღიარებს და არამარტო ევროპაში, რომ საქართველო ბევრად უფრო შეესაბამებოდა სტანდარტებს, ვიდრე უკრაინა და მოლდოვა.

სამ ფაქტორს თუ შევკრებთ ერთად-ე.წ შვეიცარიული ბანკის სრულიად გამაოგნებელი მოქმედება, რომელიც ცნობილი გადაწყვეტილებით დამთავრდა. საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის არმინიჭება, რომელიც ასევე თავიდანვე იყო ნაწინასწარმეტყველები და ის საოცარი დაწოლა, რომელიც იყო ჩვენი ენჯეო, მედია და სხვა ამ სექტორის მხრიდან ხელისუფლებაზე გადადგომის მოთხოვნით. სადაც, მთავარი მომენტი არის ორკესტრირება – ორკესტრირება ამ სამი ფაქტორის,’’ – განაცხადა ზაზა შათირიშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,034,050 ნახვა
%d bloggers like this: