პოლიტიკა

გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე – 1 კილო კიდევ დაკლებული აქვს, ასე თუ გაგრძელდა, დიდ ხანს ვერ გაძლებს 

Nusagi

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა თუ ისე გაგრძელდება, რაც დღეს არის, დიდხანს ვერ გაძლებს.

როგორც გიული ალასანია განმარტავს, სააკაშვილს ფსიქოლოგიური მდგომარეობა მისი ჯანმრთელობის შესაბამისი აქვს.

„სუსტად იყო. 1 კილო კიდევ დაკლებული აქვს. ასე თუ გაგრძელდა მისი მდგომარეობა, დიდ ხანს ვერ გაძლებს, ფსიქოლოგიური განწყობაც შესაბამისია, არაფერი კარგი…პოლიტიკაზე ჩვენ საერთოდ არ ვლაპარაკობთ, ამ მდგომარეობაში, როცა ადამიანი ჩემ თვალწინ უკან-უკან მიდის, საკმაოდ ბევრია დიაგნოზი დასმული…“, – განაცხადა ალასანიამ.

მისივე თქმით, პატიმრისთვის სასჯელი არაერთხელ გადაუვადებიათ, თუმცა, სააკაშვილის შემთხვევაში, ეს ასე არ ხდება.

„ამაზე უარესი შემთხვევა არ არსებობს. არაერთი შემთხვევა ვიცით, როცა სასჯელი გადაუვადებიათ. სხვათა შორის, ძალიან მძიმე შემთხვევების დროსაც გადაუვადებიათ, მაგალითად, როცა ადამიანი ვთქვათ, მკვლელია და ა.შ.“, – განაცხადა ალასანიამ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,034,087 ნახვა
%d bloggers like this: