უცხოური მედია

ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა. მისი თვითმფრინავი ტაიპეის აეროპორტში დაეშვა.

ტაიპეიში პელოსი ჩავიდა კონგრესის დელეგაციასთან ერთად, რომლებიც ტაივანის ხელისუფლების წარმომადგენელთან შეხვედრას გეგმავენ.

„ჩვენი დისკუსიები ტაივანის ხელმძღვანელობასთან დაადასტურებს ჩვენს მხარდაჭერას პარტნიორებისადმი და მოემსახურება ჩვენს საერთო ინტერესებს, მათ შორის თავისუფალი და ღია ინდო-წყნარი ოკეანის რეგიონის წინ წასაწევად. აშშ-ის სოლიდარობა 23 მილიონი ტაივანელის მიმართ დღეს ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს, მაშინ როდესაც მსოფლიო დგას არჩევანის წინაშე, ავტოკრატიასა და დემოკრატიას შორის“, – აცხადებს პელოსი.

პეკინმა გააფრთხილა ვაშინგტონი, რომ აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ვიზიტს აშშ-სა და ჩინეთს შორის დაძაბულობა მოჰყვება.

ნენსი პელოსის ტაივანში ვიზიტის ფონზე ჩინეთმა ზღვაში ორი ავიამზიდი გაიყვანა, ფუძიანის პროვინციაში კი ბალისტიკური რაკეტები გადაისროლა.

როგორც აღინიშნა, პელოსის ვიზიტი დაგეგმილი არ ყოფილა, ის ტაივანს აზიური ტურნეს ფარგლებში ესტუმრა.

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი ტაივანს ბოლოს 1997 წელს სტუმრობდა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,422,345 ნახვა
%d bloggers like this: