მოგზაურობა

რეკორდულად მაღალი მაჩვენებლები ჯავშნებზე – ეკონომიკური რეცესიის მიუხედავად მოგზაურობის სურვილი კვლავ მაღალია -Airbnb

Nusagi

გლობალურად ეკონომიკური უკუსვლის მიუხედავად, Airbnb-ის ინფორმაციით, მოგზაურობის მოთხოვნა კვლავ ძალიან მაღალია და ჯავშნები რეკორდულ ნიშნულზეა. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს. 

მედიასაშუალება იტყობინება, რომ აპრილიდან ივნისის ჩათვლით პლატფორმაზე რეკორდული მაჩვენებლის ჯავშანი გაკეთდა. 

„თითქმის 104 მილიონი ღამე, რაც რეკორდული მაჩვენებელია ვებსაიტისთვის“, – ამბობენ Airbnb-ში. 

„Airbnb დაარსდა რეცესიის დროს“, – თქვა აღმასრულებელმა დირექტორმა ბრაიან ჩესკიმ ანალიტიკოსებთან კონფერენციაზე კომპანიის შედეგების განხილვისას. 

მისივე თქმით, მსოფლიოში არსებული კრიზისის მიუხედავად ვებსაიტზე მომართვიანობა კვლავ მაღალ ნიშნულზე რჩება. 

მთლიანობაში, ჯავშნები აპრილ-ივნისის პერიოდში 25%-ით გაიზარდა გასულ წელთან შედარებით და 24%-ით მეტია 2019 წელთან შედარებით.

უფრო მაღალმა ფასებმა ხელი შეუწყო კომპანიის შემოსავლის ზრდას.  ვებსაიტზე დაჯავშნა ხდება 1 კვირის ან მეტი ხნის განმავლობაში. 

მოგზაურობის მოთხოვნა ყველაზე მაღალი რჩება ჩრდილოეთ ამერიკაში, სადაც ჯავშნები 37%-ით გაიზარდა 2019 წელთან შედარებით. 

კომპანიამ, რომელმაც მაისში გამოაცხადა ჩინეთიდან გასვლის შესახებ, თქვა, რომ მოთხოვნა აზიის წყნარი ოკეანის რეგიონში პანდემიამდელი დონის ქვემოთ დარჩა, რადგან ჩინელები კოვიდშემთხვევების გამო ნაკლებად მოგზაურობენ. 

კომპანიამ უკვე განაცხადა 379 მილიონი დოლარის მოგების შესახებ. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,029,952 ნახვა
%d bloggers like this: