პოლიტიკა

„უკრაინაში რომ ჩავალ, ვაპირებ, პერსონალურად მოვთხოვო პასუხი დანილოვს, ამ სიდებილეებს რატომ ლაპარაკობს, რას შეგვჭამა“ – გიორგი ვაშაძე

Nusagi

ვაშაძის თქმით, ის აპირებს უკრაინაში ჩასვლა და სურს, რომ დანილოვს პირადად მოსთხოვოს პასუხი ამ განცხადებების გამო.

„რაც შეეხება დანილოვს, სჯობს, თავის საქმეს მიხედოს. მისი მხრიდან ზედმეტი რჩევები ჩვენ არ გვჭირდება. ჩვენი პოზიცია ძალიან მკაფიოა, დღეს საქართველოს ნომერ პირველი ამოცანა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაა. რაც მეტ ასეთ განცხადებებს აკეთებს დანილოვი, თუ ნებისმიერი სხვა, ხომ ვიცით ვისთვისაა, ეს არის „ქართული ოცნების“ ხელზე დასახვევი გზავნილები, რომ რაღაც სისულელეებს დაიწყებენ. კატეგორიულად არ ვეთანხმები ამ ადამიანის ამ შინაარსის განცხადებას. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, მივიღოთ კანდიდატის სტატუსი და ხელისუფლებას ჩამოვაშოროთ პრორუსული „ქართული ოცნება“, რომლის ამოცანაა, რუსეთთან პირისპირ დაგვტოვოს და აბრეშუმის გზის აღდგენის ისტორიული შესაძლებლობა, რაც მოგვეცა, ქართველ ხალხს დააკარგვინოს. ვერც დანილოვი და ვერც ვერავინ ამ გზას ვერ აგვაცდენს. უკრაინელი, ვინც ჩართულია საომარ მოქმედებებში, შეიძლება, ბევრ რამეს ამბობდეს. შეიძლება, ბევრი სურვილი ჰქონდეს. რაში სჭირდება ეს ყველაფერი, ამაზე საჯაროდ რომ საუბრობს, ნამდვილად არ ვიცი.

უკრაინაში ჩასვლას ვაპირებ და თუ შესაძლებლობა მექნება, აუცილებლად შევხვდები. მინდა, ამ კაცს ვკითხო, რას შეგვჭამა, რატომ აკეთებს განცხადებებს, რომელსაც პრორუსული „ქართული ოცნება“ მერე ხელზე იხვევს და ამ განცხადებებზე დაყრდნობით შემდგომი თვე-ნახევრის მანძილზე ტელევიზიებით 2 500 სიუჟეტს გაუკეთებს. პირდაპირ ვიტყვი, საერთოდ არ მაინტერესებს, რა თქვა დანილოვმა. თუ შეხვედრის შესაძლებლობა მექნება უკრაინაში რომ ჩავალ, ვაპირებ, მას პერსონალურად მოვთხოვო პასუხი, ამ სიდებილეებს რატომ ლაპარაკობს“, – განაცხადა ვაშაძემ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,938,796 ნახვა
%d bloggers like this: