Uncategorized

ჩინეთი აზიურ ავიაკომპანიებს აფრთხილებს, მოერიდონ „საშიში ზონებს“ ტაივანის გარშემო

Nusagi

ჩინეთი აზიაში მოქმედ ავიაკომპანიებს აფრთხილებს, თავი აარიდონ ტაივანის ცაზე ფრენას, სადაც ოფიციალური პეკინი ამ დროისთვის სამხედრო წვრთნებს აწარმოებს. ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.

მედიის ცნობით, ჩინეთმა ოფიციალური შეტყობინება ავიაკომპანიებს 2 აგვისტოს გაუგზავნა. შეტყობინებაში საჰაერო სივრცის 6 რეგიონი „საშიშ ზონად“ იყო განსაზღვრული.

ამავე ცნობით, ფრენები 7 აგვისტოს 12:00 საათამდე შეიზღუდება. 

2 აგვისტოს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერი, ნენსი პელოსი ტაივანში ჩავიდა. ტაიბეიში პელოსი ჩავიდა კონგრესის დელეგაციასთან ერთად, რომლებიც ტაივანის ხელისუფლების წარმომადგენელთან შეხვედრას გეგმავენ.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის ნენსი პელოსის ვიზიტს ტაივანში აშშ-ის მხრიდან სერიოზულ პოლიტიკურ პროვოკაციად აფასებს.

ცნობისთვის, აშშ-ჩინეთს შორის ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც ტაივანში აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის შესაძლო ვიზიტის შესახებ გახდა ცნობილი.

19 ივლისს პეკინმა განაცხადა, რომ თუ პელოსი ტაივანს ესტუმრება, იგი შესაბამის ზომებს მიიღებს, რადგან ასეთი ვიზიტი „სერიოზულად შელახავს ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას“.

ჩინეთი ტაივანს საკუთარ ტერიტორიად მიიჩნევს, აშშ კი აცხადებს, რომ წყნარ ოკეანეში მდებარე კუნძული დამოუკიდებელი სახელმწიფოა.

შეერთებული შტატები ჩინეთს თავის მთავარ სტრატეგიულ კონკურენტს უწოდებს და ამბობს, რომ ურთიერთობების სტაბილურობის შენარჩუნება მნიშვნელოვანია, რათა უნებლიეთ იგი კონფლიქტად არ გადაიქცეს.

29 ივლისს აშშ-ისა და ჩინეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა, რომლის დროსაც სი ძინპინმა ჯო ბაიდენს განუცხადა, რომ „ვინც ცეცხლს ეთამაშება, დაიწვება“.

1-ელ აგვისტოს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლმა განაცხადა, რომ „თუ პელოსი ტაივანს ეწვევა, ჩინეთის არმია ჩუმად არ იჯდება“, ამ განცხადებიდან რამდენიმე საათში კი 4 ჩინური ავიაგამანადგურებელი ტაივანის საჰაერო თავდაცვის საიდენტიფიკაციო ზონაში შევიდა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,034,384 ნახვა
%d bloggers like this: