უცხოური მედია

ჩინეთმა ტაივანში ნენსი პელოსის ვიზიტს სერიოზული პროვოკაცია უწოდა და ტაივანის გარშემო სამხედრო წვრთნები დააანონსა

Nusagi

ნენსი პელოსის ვიზიტი ტაივანში ამერიკასა და ჩინეთს შორის ისედაც დაძაბული ურთიერთობის კიდევ უფრო გამძაფრების მიზეზი გახდა. წარმომადგენელთა პალატის ხელმძღვანელის ვიზიტს პეკინმა სერიოზული პროვოკაცია უწოდა და საპასუხოდ, ზღვაში ორი ავიამზიდი გაიყვანა. ერთ-ერთ პროვინციაში ბალისტიკური რაკეტები განათავსა. არმია მზადყოფნაში მოიყვანა და ტაივანის გარშემო სამხედრო წვრთნები დაიწყო.

BBC-ის ინფორმაციით, ტაივანის ხელისუფლებამ ჩინეთის სამხედრო წვრთნები მკაცრად დაგმო. მათი თქმით, ჩინეთის ქმედებები ტაივანის ტერიტორიულ სივრცეში შეჭრაა და ტაივანის საჰაერო და საზღვაო ბლოკადაში მოქცევას ისახავს მიზნად.

ამასთან, გამოცემა ავრცელებს რუკას, სადაც ნაჩვენებია ჩინეთის სამხედრო წვრთნების ადგილები, რომლებიც კვირის ჩათვლით უნდა ჩატარდეს ნენსი პელოსის წასვლის შემდეგ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,931,862 ნახვა
%d bloggers like this: