პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: სახალხო დამცველის არჩევის საკითხს პროცესი იქნება გამჭვირვალე. აქედან გამომდინარე, სხვა გამოსავალი აღარ უნდა დარჩეს რადიკალურ ოპოზიციას

,,რაც შეეხება სახალხო დამცველის არჩევის საკითხს, ბუნებრივია პროცესი იქნება საჯარო და გამჭვირვალე. აქედან გამომდინარე, წესით სხვა გამოსავალი აღარ უნდა დარჩეს რადიკალურ ოპოზიციას,’’- ამის შესახებ პარლამენტის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

როგორც მაჭარაშვილმა აღნიშნა, ნაკლებად აქვს იმედი, რომ ოპოზიციის გარკვეული ნაწილი სახალხო დამცველის არჩევის დროს, კონსესუსს მოძებნის, რადგან მათი მიზანი არასდროს ყოფილა შეთანხმება.

,,მე ნაკლები იმედი მაქვს, რომ ისინი საერთო კონსენსუსს მოძებნიან. მაგრამ, პარლამენტში ამავდროულად არსებობს საპარლამენტო ოპოზიცია, რომელიც ვფიქრობ ობიექტური იქნება. რადიკალური ოპოზიციის მიზანი არ არის შეთანხმება, მისი მიზანი ყოველთვის იყო დათანხმება. ეს არის ყველაზე მიუღებელი, ამას ვარწმუნებდით და ვეუბნებოდით ჩვენს პარტნიორებს, რომ რადიკალურ ოპოზიციას არაფერზე არ სურს შეთანხმება. იმიტომ, რომ შეთანხმება რომ მოხდეს, მაშინ უნდა მოხდეს დეპოლარიზაცია, მაშინ უნდა მოხდეს ჯანსაღი კრიტიკა, რაც არ აწყობს სამწუხაროდ რადიკალურ ოპოზიციას,’’- განაცხადა მაჭარაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,887,786 ნახვა
%d bloggers like this: