პოლიტიკა

ლევან ჭოტორლიშვილი: პირდაპირ ომში ჩათრევა არ გამოვიდა და ახლა ცდილობენ მოახდინონ შეტაკება რუსულენოვან ტურისტებს და ქართველ ახალგაზრდებს შორის, რასაც შეიძლება მოყვეს ომი

Nusagi

ცდილობენ ააბუნტონ ხალხი და მოახდინონ შეტაკება რუსულენოვან ტურისტებს და ქართველ ახალგაზრდებს შორის- ამის შესახებ გერმანიაში მოღვაწე ქართველი ფიზიკოსი, პროფესორი ლევან ჭოტორლიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, ზუსტად ასე მოქმედებდნენ 80-იანი წლების ბოლოს, აღვივებდნენ ქსენოფობიას და ეთნიკურ შუღლს.

“საელჩოდან (თავად იცით რომელი) ახალი მეტოდიჩკა მიიღეს ენჯეოებმა და მედიამ. ცდილობენ ააბუნტონ ხალხი და მოახდინონ შეტაკება რუსულენოვან ტურისტებს და ქართველ ახალგაზრდებს შორის. მოახდინონ სისხლისღვრის ინსპირირება რასაც შეიძლება მოჰყვეს ომი. პირდაპირ ომში ჩათრევა არ გამოვიდა და ტაქტიკა შეცვალეს. ზუსტად ასე მოქმედებდნენ 80იანი წლების ბოლოს, აღვივებდნენ ქსენოფობიას და ეთნიკურ შუღლს აფხაზებთან და ოსებთან. უბრალოდ ეხლა პროპაგანდის მეტი საშუალება აქვთ ტოქსიკური ტელეარხების სახით”- წერს ჭოტორლიშვილი.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,931,931 ნახვა
%d bloggers like this: