Uncategorized

ალუდა ღუდუშაური: აპოკალიფსურ სურათს ხატავენ და საზოგადოებას ზაფრავენ, რომ თურმე ეგზისტენციალური საფრთხე ემუქრება ქვეყანას – დღეს საქართველოში ქსენოფობიის არც დრო, არც სივრცე არ არის

Nusagi

დღეს საქართველოში ქსენოფობიის არც დრო, არც სივრცე არ არის და ბუნებრივია არ დავუშვებთ არცერთ ასეთ ფაქტს, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა.

მისი თქმით, ნებისმიერი ასეთი ნიშნის გამოვლენისთანავე სახელმწიფოს ძალიან ადეკვატური რეაგირება ექნება.

„ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა თუნდაც ქსენოფობიური გამოვლინებები, ერთ სიტყვა არ აქვთ [რადიკალურ ოპოზიციას] ნათქვამი და პირიქით, ამის წახალისება ხდება და ხდება ის, რომ აპოკალიფსურ სურათს ხატავენ და საზოგადოებას ზაფრავენ, რომ თურმე ეგზისტენციალური საფრთხე ემუქრება ქვეყანას და მოსახლეობას. მინდა ყველას მოვუწოდო, რომ ასეთ ფაქტებთან მიმართებით, სახელმწიფო იქნება შეურიგებელი“, – განაცხადა ღუდუშაურმა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უკრაინაში საომარი მოქმედებების შემდეგ, „ომისა და ღალატის პარტია“ ცდილობს, ქვეყანაში ქსენოფობიური მეორე ტალღა ააგოროს და დაარწმუნონს საზოგადოება, რომ საქართველოში რუსეთიდან უპრეცენდენტო რაოდენობით ადამიანები შემოდიან.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,176,031 ნახვა
%d bloggers like this: