საზოგადოება

დიმიტრი გვრიტიშვილი: დღეს რა ცვლილებაც არის დაინიცირებული, ეს თუ კანონად იქცევა, მოსამართლეები მეტი ყურადღებით მოეკიდებიან თავიანთ გადაწყვეტილებებში ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების მითითებას

Nusagi

ევროპული რეკომენდაციებიდან პირველი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი პარლამენტში უკვე ინიცირებულია. საუბარია მეთერთმეტე პუნქტზე, რომელიც გულისხმობს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების ქართულ მართლმსაჯულებაში პროაქტიულ გამოყენებას. საკანონმდებლო ინიციატივის მიხედვით, ცვლილება მოქმედ კანონმდებლობაში 11 აქტს შეეხება. გარდა საკანონმდებლო ინიციატივისა, პარლამენტში შექმნილმა სამუშაო ჯგუფმა მოამზადა რეკომენდაციები, რომლებიც აღსრულების პროცესის დაკვირვებას ითვალისწინებს.

„აქამდე მოსამართლის საქმიანობის შესაფასებლად ევროპული სასამართლოს გამოყენების რელევანტურობა კანონით გათვალისწინებული არ იყო, ამიტომ ხშირად ისმოდა პრეტენზიები ადვოკატების და სხვა პირების მხრიდან, რომ მოსამართლეები ხშირად ე.წ. კოსმეტიკური სახით იყენებდნენ ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებს. დღეს რა ცვლილებაც არის დაინიცირებული, ეს თუ კანონად იქცევა, მოსამართლეები მეტი ყურადღებით მოეკიდებიან თავიანთ გადაწყვეტილებებში ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების მითითებას, იმიტომ რომ ეცოდინებათ, რომ მათი საქმიანობა შეფასდება, სწორედ რელევანტურობის კრიტერიუმის მიხედვით. მე ვმონაწილეობდი ამ სამუშაო ჯგუფში თავიდანვე, დღესაც კომიტეტის სხდომას დავესწარი და ინიცირებულ საკანონმდებლო პროექტების ვარიანტებს მე მხარს ვუჭერ“, – განაცხადა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,931,875 ნახვა
%d bloggers like this: