საზოგადოება

ნიკა სიმონიშვილი: ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსზე უარი იმიტომ კი არ გვითხრა, რომ ჩვენი სასამართლო გადატვირთულია, არამედ, იმიტომ, რომ სასამართლო სისტემაში არაფორმალური გავლენები გვაქვს

Nusagi

არ უნდა ვისაუბროთ ჩვენ მხოლოდ ცალკეულ პროცედურულ საკითხებზე, ან, იმაზე, რომ სასამართლო არის გადატვირთული, რადგან ჩვენ ევროკავშირმა კანდიდატის სტატუსზე უარი იმიტომ კი არ გვითხრა, რომ ჩვენი სასამართლო გადატვირთულია, არამედ, იმიტომ, რომ სასამართლო სისტემაში არაფორმალური გავლენები გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარემ, ნიკა სიმონიშვილმა განაცხადა.

„სწორედ ამ მიმართულებით უნდა ვიმუშაოთ რომ ეს პრობლემები უნდა აღმოიფხვრას. ეს იქნება დასახელებული ჩვენი მხრიდან მთავარ პრობლემებად და კონკრეტულად ვისაუბრებთ იმ შეთავაზებებზე, რაც გვაქვს“, – აღნიშნავს სიმონიშვილი.

სასამართლო რეფორმაზე პარლამენტი აქტიურად მუშაობს. ევროპული რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში შექმნილი 21-წევრიანი სამუშაო ჯგუფი დღეს პირველად შეიკრიბა. სასამართლო სისტემის რეფორმა ევროპული რეკომენდაციების მესამე, ერთ-ერთი მთავარი პუნქტია.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,938,992 ნახვა
%d bloggers like this: