მიკვირს, რატომ უკვირთ პოლიტკოსებს, რომ შესაძლოა საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ნეგატიური განწყობები რუსეთის ხელისუფლებისა და მოქალაქეების მიმართ, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ განაცხადა.
„მე არ მაქვს ნამდვილად ინფორმაცია, რომ ქსენოფობია არის ქვეყანაში. თუმცა, 8 აგვისტო მოდის და ჩემთვის გასაკვირია, იმ ქვეყანაში, სადაც 300 ათასზე მეტი დევნილია, ათასობით ადამიანი დაიღუპა რუსეთ-საქართველოს კონფლიქტების შედეგად, როდესაც დღეს რუსეთი აგრესორი ქვეყანაა და თავს დაესხა სუვერენულ სახელმწიფოს, რატომ უკვირთ პოლიტიკოსებს მმართველი პარტიიდან, რომ შესაძლოა საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ ნეგატიური განწყობები რუსეთის ხელისუფლებისა და იმ მოქალაქეების მიმართ, რომლებიც შეიძლება იბრძოდნენ ამ ქვეყნის წინააღმდეგ ან მომავალში, როდესაც მათ სახელმწიფო დაუძახებს იბრძოლონ“,- განაცხადა ნინო ლომჯარიამ.