პოლიტიკა

ხათუნა ხოფერია: ეს არის დამუშავებული სქემა, რომლის მიხედვითაც, ადამიანებს უნდა მიაწოდონ გარკვეული ინფორმაციები

Nusagi

ეს არის დივერსიული საქმიანობა, ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა და ქვეყნის შიგნით ბოიკოტის მოწყობის რეჟიმი,-ასე ეხმაურება პარლამენტის ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია რუსი ტურისტების წინააღმდეგ აგორებულ კამპანიას.

მისი თქმით, ეს არის წინასწარ დაგეგმილი დივერსიული სქემა.

„გიგაური რომ მართლა კაპიტანია და ვიღაც რუს ტურისტებზე ისე არ დაიწყებს ლაპარაკს, რომ -„ვაიმე იმან ბინა არ იყიდოს და ბლა ბლა“, ეს ხომ აშკარაა. არა ჩემო კარგებო, ეს არის დამუშავებული სქემა, რომლის მიხედვითაც, ადამიანებს უნდა მიაწოდონ გარკვეული ინფორმაციები. მაგალითად, სამარშრუტო ტაქსში ვიღაც რუსმა თქვა, რომ გამორთეთ უკრაინული მუსიკა. ჩვენ ვხედავთ, როგორ გასცეს მას პასუხი, თუმცა ვერ მოგვაწოდეს ამ რუსის მიერ გაკეთებული ეს განცხადება. ანუ მე არ ვიცი, რა მოხდა მანამდე. ასეთი დადგმული მასალები იქნება ძალიან ბევრი, რომელსაც მიაწვდიან ადამიანებს. ჩვენ ვნახეთ ჩვენი გმირების ოჯახის წევრები, რომლელთათვისაც ეს თემა ყველაზე მტკივნეულია. ადამიანებისგან იქნება გარკვეული აგრესიული ქმედებები, რაც, რა თქმა უნდა, გამოიწვევს გარკვეულ დაძაბულობას სახელმწიფოებს შორის. ამ ყველაფერმა ევროპაში კრახი უკვე განიცადა. გერმანიაში რომ დოსტოევსკის ინსტიტუტი დახურეს, რუსული გვარის მქონე პრიმა ბალერინები მოხსნეს სპექტაკლებიდან, ეტლში მჯდომი პარალიმპიელები ოლიმპიადიდან მოხსნეს, გონიერი ადამიანისთვის ეს ძალიან რთული მისაღებია. სწორედ ამიტომ, საფრანგეთში, იტალიაში სერიოზულად არის ჩავარდნილი ტურიზმი. ნახეთ სხვადასხვა საიტები, რა კლიპები იდება და როგორ ხდება რუსების მიპატიჟება, რომ ეს თანხები ისევ შევიდეს ქვეყანაში. 

აქედან გამომდინარე, ეს არის ჩვეულებრივი ბოიკოტის რეჟიმი, დივერსია და ყველა ის ადამიანი, რომელიც ამას აკეთებს, ჩვენი სპეცსამსახურების მხრიდან უნდა იყვნენ აყვანილი განსაკუთრებულ კონტროლზე. ამას მოვითხოვ კატეგორიულად!. დაანებონ თავი იმას, რომ გიგაურის ნათქვამი სასაცილოა. ეს ხალხი რეალურად იმართება კელი დეგნანის მიერ. ლომჯარია, გიგაური და ა.შ ფინანსდებიად ამერიკიდან და გარკვეული ვალდებულებები აქვთ.

როდესაც დეგნანი აცხადებს, რომ 26 წლის მანძილზე რამდენიმე მილიარდი დოლარით დაეხმარა ამერიკა საქართველოს, ეს ფული ხათუნა ხოფერიასთვის და ბიძინა ივანიშვილისთვის არ მიუციათ, ეს ფული არის მიცემული გიგა ბოკერიასთვის და აქედან უნდა მივუდგეთ. ამ ყველაფერში არის ფული გადახდილი და ეს ხალხი ამ ყველაფერს თავისი სამშობლოს წინააღმდეგ აკეთებს. მათ ვერ შეძლეს მიტინგების აგორება, ვერ შეძლეს არეულობის შექმნა, სამაგიეროდ, მოქმედებენ ადამიანების ფსიქიკაზე. ამ ყველაფრის მერე მინდა, მივმართო კელი დეგნანს: ქალო მიხედე შენს სამშობლოს რა! 80 მლნ-მა ადამიანმა დაუჭირა მხარი ტრამპს, რომლებსაც კელი დეგნანის გუნდის წევრები ბრალს დებენ რუსეთთან კავშირში. ანუ, ამერიკაში ცხოვრობს 80 მილიონი რუსეთის მომხრე და იქნებ ჯერ ამერიკის ბარებში შეწყვიტონ რუსული სიმღერები “,-აცხადებს ხათუნა ხოფერია. 

მისივე თქმით, საქართველოსთვის ისტორიულად მიუღებელია ქსენოფობიური განწყობა.

„როდესაც სანაქებო დემოკრატიის ქვეყნების წარსული სავსეა ებრაელების დევნით, საქართველოს იმ დროს გულში ყავდა ჩახუტებული ებრაელი ხალხი და ახლა, როდესაც აქ ვიღაც ჩამოდის, რომ ფული დახარჯოს, რაც ეკონომიკას ასე სჭირდება, რა ვუთხრა, გიგაურის ჭკუაზე დავდივარ? ამიტომ მივმართავ შს მინისტრს, უშიშროების სამსახურის უფროსს, მიხედეთ ამ ხალხს. ეს არის გეგმაზომიერი, დაფინანსებული დივერსია ქვეყნის წინააღმდეგ“,-განაცხადა მან.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,931,875 ნახვა
%d bloggers like this: