პოლიტიკა

ხელაშვილი რადიკალურ ოპოზიციაზე: დასავლეთში გვეკითხებიან, „რატომ არის საქართველოში პოლარიზება“? მათ ვუბრუნებთ პასუხს, “პოლარიზება სწორედ იმის გამოა, რომ რადიკალები იკვებებიან თქვენთან ურთიერთობით, რითაც მათ თავის თავში ექმნებათ ლეგიტიმაცია, რომ მათ შეუძლიათ ქცევა ისე, როგორც იქცევიან…

Nusagi

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, გიორგი ხელაშვილის განცხადებით, ხელისუფლება დასავლელი პარტნიორებისგან ითხოვს, გაემიჯნოს და უარი თქვას ისეთ „რადიკალურ ელემენტებთან“ თანამშრომლობაზე, როგორებიც ეკა გიგაური და ელენე ხოშტარია არიან.

როგორც ხელაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „თავისუფალ სტუდიაში“ განაცხადა, „სანამ დასავლეთის მხრიდან ამ რადიკალურ ელემენტებთან თანამშრომლობა გაგრძელდება, საქართველოში პოლარიზაცია არ დასრულდება“.

მისივე თქმით, „რადიკალებს საქართველოში პოლიტიკური ჟანგბადი უნდა გადაეკეტოთ, რადგან სამოქალაქო ომის დაწყების შემთხვევაში, რუსეთთან ომში ავტომატურად ჩართულები ვიქნებით.

„ვცდილობთ ამაზე ველაპარაკოთ ჩვენს უცხოელ დიპლომატებს. როდესაც ვამბობთ, რომ საქართველოში არის პოლარიზაცია, ეს მართლაც ასეა. პოლარიზაციას კვებავს ის, რომ ჩვენი დასავლელი დიპლომატის მხრიდან არ ხდება იმ პოლიტიკოსებსა და მედიასაშუალებებთან გამიჯვნა, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ საქართველოში არეულობის დაწყებას, ტემპერატურის აწევას და ა.შ. ამ ადამიანებთან არ ხდება გამიჯვნა და თანამშრომლობა გრძელდება. ეს არის, რაც კვებას ამ ადამიანების თავდაჯერებას, ეს იქნება ხოშტარია, გიგაური, რომელიც სამწუხაროდ, პოლიტიკოსად გვევლინება და არა სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლად. ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსის ნაბიჯები ამ ადამიანებს შთააგონებს, რომ განაგრძონ საქართველოსთვის ძალიან დამაზიანებელი რიტორიკა, გააღვივონ დაპირისპირება, დათესონ შუღლი. ჩვენს უკმაყოფილებას იწვევს ის, რომ სიმწვავის შემომტანი ელემენტები, თავს ისე გრძნობენ, რომ მათ დასავლეთთან ჯერ კიდევ აქვთ კომუნიკაცია. ჩვენი თხოვნა დასავლელი პარტნიორების მიმართ არის, რომ გაემიჯნოს, გადაიკეტოს საქართველოში ამ ადამიანების მხრიდან ვითარების გამწვავების მცდელობები. სანამ გაგრძელდება დასავლეთის მხრიდან თანამშრომლობა ამ რადიკალურ ელემენტებთან, საქართველოში პოლარიზაცია არ დასრულდება. როდესაც ქვეყანაში პოლარიზაცია გრძელდება და დასავლელი პოლიტიკოსები გვიტრიალდებიან, „რატომ არის საქართველოში პოლარიზება“, ბუნებრივია, მათ ვუბრუნებთ პასუხს, “პოლარიზება სწორედ იმის გამოა, რომ ეს ადამიანები იკვებებიან თქვენთან ურთიერთობით, რითაც მათ თავის თავში ექმნებათ ლეგიტიმაცია, რომ მათ შეუძლიათ ქცევა ისე, როგორც იქცევიან…

ჩვენ ვიცით, საიდან მოდის ომის საფრთხე, ეს არის რუსეთიდან. ერთადერთი ძალა, რომელსაც შეუძლია საქართველოს ომში ჩართვა არა პირდაპირ, ეს არის მეხუთე კოლონა, რომელიც საქართველოშია და ეს არის რადიკალური ოპოზიცია, რომელიც აქ სამოქალაქო ომის დაწყებას ცდილობს უკვე სამი წელია. აქ სამოქალაქო ომი რომ დაიწყოს, ომში ავტომატურად ჩართულები ვიქნებით. ამიტომაც ვთხოვთ ჩვენს საკუთარ მოქალაქეებს, პოლიტიკურ ძალებს და ჩვენს პარტნიორებს, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ პოლიტიკური ჟანგბადი გადაეკეტოთ რადიკალებს საქართველოში“, – აღნიშნა გიორგი ხელაშვილმა.

გარდა ამისა, გადაცემაში ხელაშვილმა კიდევ ერთ თემაზე, საქართველოში რუსეთის მოქალაქეების შემოდინებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თვითონ სააკაშვილმა აღუდგინა უვიზო რეჟიმი რუსეთს.

„თვითონ სააკაშვილმა აღუდგინა უვიზო რეჟიმი რუსეთს და გვახსოვს ის კადრები, როდესაც საზღვარზე ხვდებოდა და გაშლილი ხელით ეგებებოდა რუსეთს საქართველოში. მიუღებელია ეს რიტორიკა და კრიტიკა იმ ძალისგან, რომელიც ამ პოლიტიკის სათავეში დგას. დღეს უკვე შეუძლებელია ამის შეცვლა, რადგან ეს არის ეკონომიკური პროცესი, რომელიც ღია და თავისუფალია ეკონომიკის პირობებში, შეუძლებელია შეჩერდეს. „ნაციონალური მოძრაობა“ ამას აკეთებდა და დღეს გამოდის საკუთარი პოლიტიკის წინააღმდეგ იმის გამო, რომ ეს თემა წამოიწიოს, რადგან სხვა თემა მათ პრაქტიკულად აღარ აქვთ პოლიტიკური ტემპერატურის ასაწევად. უცებ, ბოლო ორი დღის განმავლობაში არსაიდან, წინ წამოწიეს რუსული კაპიტალის თემა. დარწმუნებული იყავით, ერთი კვირის შემდეგ, ეს თემა გაქრება დღის წესრიგიდან“, – განაცხადა ხელაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 5,931,875 ნახვა
%d bloggers like this: