პოლიტიკა

ამირან სალუქვაძე: საზღვარგარეთ ხეტიალის აკრძალვა ზელენსკის ისედაც შეეძლო, ერთი ბრძანებაც საკმარისი იყო მესაზღვრეებისთვის

Nusagi

უკრაინელი მაღალჩინოსნებისთვის დიპლომატიური პასპორტების გაუქმებას ანალიტიკოსი ამირან სალუქვაძე სოციალურ ქსელში ეხმაურება.

„რამდენიმე გვარი აკლია მანდ.

ოფიციალურ მიზეზად ქვეყნის ფარგლებს გარეთ უმიზეზოდ ხეტიალი სახელდება.

არახამია ამერიკაში დაფრინავდა, თურქეთში და ა.შ. საინტერესოა, კიდევ იყო სადმე? რა ჩაეთვალა უსაქმოდ ხეტიალად, გაგანია ომის დროს?

დეპუტატებისთვის საზღვარგარეთის პასპორტების გაუქმება ცალკე თემაა, სისტემური…

სისტემურს რომ თავი დავანებოთ, არ უტყდება უმრავლესობის ლიდერს, ხალხის რჩეულს, დეპუტატ არახამიას, პასპორტს რომ უუქმებენ?

ამის შემდეგ თავმოყვარეობა არ შეაწუხებს და კიდევ გააგრძელებს საქართველოზე გამოხტომებს, იმის ნაცვლად, რომ აიღოს იარაღი და წავიდეს წინა ხაზზე.

არც ჩვენს ოპომედიას შეაწუხებს სირცხვილი და ისევ ჩართავენ ხოლმე…

პარალელურად უსაფრთხოების სამსახურის მიერ, 600-ზე მეტი სისხლის სამართლის საქმეა აღძრული კოლაბორაციონიზმის და სხვა ბრალდებებით…

ჰო, საზღვარგარეთ ხეტიალის აკრძალვა ისედაც შეეძლო, ერთი ბრძანებაც საკმარისი იყო მესაზღვრეებისთვის“,-წერს ამირან სალუქვაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,029,963 ნახვა
%d bloggers like this: