პოლიტიკა

კუბილიუსი და იუკნევიჩიანე: როცა ხელისუფლება ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ივანიშვილი ოლიგარქი არ არის, ეს წარმოადგენს მტკიცებულებას, რომ ის ოლიგარქია

Nusagi

როდესაც საქართველოს ხელისუფლება თავის სხვადასხვა განცხადებაში ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი არ არის, ეს მხოლოდ წარმოადგენს შემდგომ მტკიცებულებას, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია, – ამის შესახებ ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიანე აგვისტოს ომის 14 წლისთავის აღსანიშნავად გავრცელებულ ერთობლივ განცხადებაში საუბრობენ.

მათი თქმით, დემოკრატიულმა საზოგადოებამ უნდა წარმოადგინოს ყველა აუცილებელი დახმარება და სტიმული მისცეს საქართველოს, ევროკავშირის წევრობისკენ სავალ გზაზე, რათა მან დაძლიოს შიდა პოლიტიკური განხეთქილება, მიაღწიოს დეოლიგარქიზაციასა და დეპოლარიზაციას.

„ჩვენ შეშფოთებით ვადევნებთ თვალს საქართველოს ხელისუფლებისა და „ქართული ოცნების“ ლიდერების ქმედებებსა და განცხადებებს, რომელიც მჟღავნდება როგორც გაცნობიერებული გადაწყვეტილება, დააზიანოს საქართველოს შესაძლებლობა მოიპოვოს კანდიდატის სტატუსი უახლოეს მომავალში. ერთადერთი გზა, რომ საქართველომ თავი დაიცვას კრემლის ახალი ჰიბრიდული და სხვა სახის თავდასხმებისგან, არის ყველაფრის გაკეთება, რათა უზრუნველყოფილი იყოს ევროკავშირის მიერ წარმოდგენილი 12 პირობის შესრულება უახლოეს მომავალში, და ეს უნდა დაიწყოს დეპოლარიზაციითა და დასრულდეს დეოლიგარქიზაციით. ოლიგარქების გავლენა ახალგაზრდა დემოკრატიებზე კარგად ცნობილი ფენომენია ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. როდესაც საქართველოს ხელისუფლება თავის სხვადასხვა განცხადებაში ცდილობს, საზოგადოება დაარწმუნოს, რომ ბიძინა ივანიშვილი ასეთი ოლიგარქი არ არის, ეს მხოლოდ წარმოადგენს შემდგომ მტკიცებულებას, რომ ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია, რომელსაც აქვს კონკრეტული გავლენა, იმიტომ რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, სხვა მაღალი რანგის ოფიციალური პირები და პარტია „ქართული ოცნების“ ლიდერები გამოდიან მის დასაცავად“, -ნათქვამია განცხადებაში.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,175,800 ნახვა
%d bloggers like this: