უცხოური მედია

ბრაზილიაში დააკავეს გერმანიის კონსული, რომელსაც ქმრის მკვლელობა ედება ბრალად

Nusagi

ბრაზილიის პოლიციამ რიო-დე-ჟანეიროში დააკავა გერმანიის კოსული უვე ჰერბერტ ჰანი. ამის შესახებ „სი ენ ენი“ იუწყება. გამომძიებლები ვარაუდობენ, რომ დიპლომატმა ქმარი მოკლა და მიმალვას შეეცადა.

როგორც ბრაზილიური მედია იტყობინება, კონსულის ქმარი 52 წლის ბელგიელი ვალტერ ანრი მაქსიმილიან ბიოტი იყო. მამაკაცები ერთსქესიან ქორწინებაში იმყოფებოდნენ და 22 წელი ერთად ცხოვრობდნენ. ბიოტის ცხედარი პენტჰაუზში იპოვეს, სადაც წყვილი ცხოვრობდა.

5 აგვისტოს საღამოს ჰანმა სასწრაფო დახმარება გამოიძახა და განაცხადა, რომ მისი ქმარი შეუძლოდ გახდა, წაიქცა და თავი დაარტყა. კონსულმა აღნიშნა, რომ გარდაცვალების მიზეზი შესაძლოა, ალკოჰოლისა და საძილე საშუალებების ერთდროული მიღება გახდა. 

მოგვიანებით, პოლიციის წარმომადგენელმა ჰანის ჩვენებებში წინააღმდეგობებზე გაამახვილა ყურადღება. ექსპერტიზამ აჩვენა, რომ მამაკაცის გარდაცვალების მიზეზი კეფაში ბლაგვი საგნით მიყენებული ტრავმა იყო. გარდაცვლილს მთელ სხეულზე აღენიშნებოდა სისხლჩაქცევები, რომელიც მიანიშნებდა, რომ მსხვერპლი წიხლებით და ცილინდრის ფორმის საგნით იყო ნაცემი. სახლში ნაპოვნია ბეისბოლის ბიტა, რომელიც, შესაძლოა, მკვლელობის იარაღი ყოფილიყო.  

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,165,367 ნახვა
%d bloggers like this: