Uncategorized

ლიზ ტრასი აცხადებს, რომ თუ დიდი ბრიტანეთის პრემიერი გახდება, ბრიტანეთის საელჩოს იერუსალიმში გადატანას განიხილავს

Nusagi

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ლიზ ტრასი აცხადებს, რომ იმ შემთხვევა თუ ის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი გახდება, თავისი ქვეყნის საელჩოს იერუსალიმში გადატანას განიხილავს. ამის შესახებ Jerusalem Post-ი იტყობინება. 

„მე მესმის ისრაელში ბრიტანეთის საელჩოს ადგილმდებარეობის მნიშვნელობა და სენსიტიურობა“, – წერს ტრასი.

მისივე თქმით, საელჩოს საკითხზე საუბარი შედგა ისრაელის მთავრობის მეთაურთანაც. 

„ამ თემაზე ბევრი საუბარი მქონდა ჩემს კარგ მეგობართან პრემიერ მინისტრ იაირ ლაპიდთან“, – აცხადებს ლიზ ტრასი. 

მინისტრმა ასევე მხარი დაუჭირა ისრაელს „ისლამურ ჯიჰადთან“ დაპირისპირების გამო. 

„დიდი ბრიტანეთი დგას ისრაელის გვერდით და მისი უფლებაა დაიცვას საკუთარი თავი. ჩვენ ვგმობთ ტერორისტულ ჯგუფებს, რომლებიც თავს ესხმიან მშვიდობიან მოსახლეობას. ჩვენ ძალადობის სწრაფად შეწყვეტისკენ მოვუწოდებთ მათ“, – აღნიშნა ტრასმა. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,204,914 ნახვა
%d bloggers like this: