უცხოური მედია

„სამხრეთ ოსეთი ყოველთვის იქნება რუსეთის მადლიერი“ – გაგლოევი

Nusagi

ცხინვალში „სამხრეთ ოსეთის დამცველების მემორიალთან“ სამგლოვიარო ცერემონია გაიმართა, სადაც 2008 წელს ომში დაღუპულები მოიხსენიეს, ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება. 

ცერემონიას ცხინვალის დე ფაქტო ლიდერი ალან გაგლოევი, ყოფილი ლიდერი ლეონიდ თიბილოვი, ასევე ე.წ. პარლამენტის სპიკერი ალექსეი მაჩნევი ესწრებოდნენ.

ალან გაგლოევმა რუსეთს მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი დახმარებით „სამხრეთ ოსეთი“ გადარჩა და ოსი ხალხის თავისუფლების და სამართლიანობის სურვილი გამოავლინა.

„სამხრეთ ოსეთი ყოველთვის იქნება რუსეთის და მისი ხელისუფლების მადლიერი. მონუმენტი, რომელთანაც ახლა ვიმყოფებით, აჩვენებს რუსეთ-ოსეთის ურთიერთდახმარებას, ერთიანობას, ერთიანი გამარჯვებას და იმათ მიმართ ხსოვნას, ვინც ჩვენი თავისუფლებისთვის თავი გაწირა“ – განაცხადა ცხინვალის დე ფაქტო ლიდერმა.

გაგლოევმა განაცხადა, რომ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები აჩვენებს, რომ დასავლეთი ქვეყნებზე და კონტინენტებზე კონტროლის დასამყარებლად და შესანარჩუნებლად დღესაც ახალი ომების გაჩაღებას და პროვოცირებას ცდილობს. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,175,812 ნახვა
%d bloggers like this: