ხელოვნება და კულტურა

Pink Floyd-ის დამაარსებელმა ბაიდენს „ომის დამნაშავე“ უწოდა და ბრალი დასდო უკრაინაში ომის გაღვივებაში

Nusagi

 

ბრიტანული როკ-ჯგუფის თანადამაარსებელმა და ყოფილმა ვოკალისტმა როჯერ უოტერსმა აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენს ომის დამნაშავე უწოდა და განაცხადა, რომ ბაიდენმა უკრაინაში ომის გაჩაღებას შეუწყო ხელი. მუსიკოსმა ამის შესახებ „სიენენთან“ ისაუბრა.

უოტერსის კონცერტების ტურის ფარგლებში სცენაზე დამონტაჟებულ ეკრანზე ჩნდებოდა ადამიანების ფოტოები, რომლებსაც შემსრულებელმა „ომის დამნაშავეები“ უწოდა. ჩამონათვალში მოხვდა აშშ-ს ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი, ბაიდენის ფოტო კი გამოჩნდა წარწერით „დამწყები“.

CNN-თან ინტერვიუში უოტერსმა განაცხადა, რომ ბაიდენი კონფლიქტს აღვივებდა უკრაინაში, რაც მძიმე დანაშაულია და უმძიმესი შედეგები მოიტანა უკრაინელი ხალხისთვის. „ახლა რატომ არ არწმუნებს ზელენსკის, რომ მოლაპარაკებებს დათანხმდეს, რათა დასრულდეს ეს საშინელება“,-კითხულობს მუსიკოსი.\

ჟურნალისტის შენიშვნას, რომ უოტერსი ომის გაჩაღებაში არასწორ მხარეს ადანაშაულებს, მუსიკოსი პასუხობს, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიზეზი იყო ნატოს მიახლოება რუსეთის საზღვრებთან. მისივე თქმით, ეს იყო გაცემული პირობის დარღვევა. უოტერსს მიაჩნია, რომ ომის ესკალაციას საფუძველი 2008 წელს ჩაეყარა.

მისივე თქმით, ბუქარესტის სამიტის შედეგად, 2008 წელს ნატოს ქვეყნები შეთანხმდნენ, რომ საქართველო და უკრაინა გახდებოდნენ ალიანსის წევრები. ასევე აღნიშნეს, რომ მზად იყვნენ რუსეთთან თანასწორუფლებიანი მოლაპარაკებებისთვის. 2021 წლის დეკემბერში რუსეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ 2008 წლის ნატოს სამიტის გადაწყვეტილება უკრაინისა და საქართველოს გაწევრიანებაზე,  ევროპის უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე ინდა იქნას დეზავუირებული.

უოტერსმა ჟურნალისტს კითხვა დაუსვა, რას მოიმოქმედებდა აშშ, თუ მექსიკასა და კანადაში ჩინეთი ბირთვული რაკეტების განთავსებას გადაწყვეტდა.

მანამდე უოტერსი აცხადებდა, რომ უკრაინაში კონფლიქტის გაღვივებას დასავლეთმაც შეუწყო ხელი იმით, რომ მოლაპარაკებებისკენ მოწოდებების ნაცვლად, მათ უკრაინას იარაღი მიაწოდეს. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,030,001 ნახვა
%d bloggers like this: