ბიზნესი

გიორგი ჩიკვაიძე აცხადებს, რომ ამ დანაშაულის თანამონაწილე მცხეთის მერიაა – ბეტონის ქარხანა სახლებს შორის

ეს უკანონო სიბოროტე მალე დასრულდება! ამ დანაშაულის თანამონაწილე მცხეთის მუნიციპალიტეტის მერია დიდხანს ვერ იქნება სირქლემის პოზიციაში, ეს მეთოდები უკვე მოძველდა. ესეთ გაუგონარ უპასუხისმგებლობაში თანამზრახველობა არის დანაშაული! ამის კანონიერ ფარგლებში მოქცევას ვერაფერი ხელს ვერ შეუშლის, ვერც კორუფცია, ვერც “კაი ბიჭობა” და ვერც სხვადასხვა უწყებებით მუქარა! ან ჩამოვყალიბდეთ ვინ მართავს მცხეთის მუნიციპალიტეტს, ვინმე პარკაული, რომელიც “ულაგებს” ბატონ მერ ზურაბიშვილს, თუ ლეგიტიმური ზედამხედველი ორგანო მცხეთის მერია!,-წერს „აზიმუტ საქართველოს“ ხელმძღვანელი გიორგი ჩიკვაიძე და ჯიღაურაში, საკუთარ ეზოში გადაღებულ შოკისმომგვრელ ვიდეოს ავრცელებს, სადაც ჩანს, დასახლებულ პუნქტში მომუშავე ქარხნიდან ამომავალი კვამლის ღრუბლები.

როგორც ირკვევა, საგურამოსთან ახლოს, ჯიღაურაში რამდენიმე თვეა, სახლებს შორის ბეტონის ქარხანა ფუნქციონირებს. ადგილობრივი მოსახლეობის პროტესტისა და მიმართვის შემდეგ, მერიაში აცხადებენ, რომ პიროვნება ორჯერ დააჯარიმეს და მათი კომპეტენცია ამით ამოწურულია.

ქარხანა კი სამეწარმეო საქმიანობას აგრძელებს, მიუხედავად იმისა, რომ მეწარმეთა რეესტრში ფაქტობრივ მფლობელზე, ლევან აფციაურზე არავითარი ჩანაწერი არ იძებნება.

ბიზნესმენი, „აზიმუტ საქართველოს“ ხელმძღვანელი გიორგი ჩიკვაიძე ჯიღაურაში 2 წლის წინ დასახლდა. თავიდან ყველაფერი კარგად იყო, მეზობლები ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი კმაყოფილები იყვნენ, თუმცა მალე ეს სიხარული სერიოზულ პრობლემად გადაექცათ, რადგან ეზოში გაცერება შეუძლებელია, სახლებში კი, ისეთი მტვერია, ყველაფერზე პარკები აქვთ გადაკრული.

„ ჯიღაურაში, სადაც ,,ქართუს“ ცნობილი სანერგე მეურნეობა იყო, ბოლო წლებში გაჩნდა ახალი დასახლება, სადაც 45-მდე ოჯახი ვცხოვრობთ. ეკოლოგიურად სუფთა გარემოთი ყველანი ვიყავით ძალიან ბედნიერი. მათ შორის, თბილისიდან საცხოვრებლად გადასული ადამიანები ვართ.

დაახლოებით 6 თვის წინ შევამჩნიეთ კონსტრუქცია, უშუალოდ ჩემი სახლიდან 146 მეტრის მოშორებით. ვიკითხეთ, რას აკეთებდნენ და აღმოჩნდა, რომ ეს არის საწარმო, რომელიც ჭრის ქვას და შემდეგ გადაურევს ბეტონის მასასთან და მერე იწყება ამის ჩასხმა მანქანაში. ეს კი დასახლებულ პუნქტში წარმოუდგენელი ამბავია. რეაგირება გვქონდა მყისიერად.

მივმართეთ მცხეთის მერიას, სადაც გვითხრეს, რომ არის უკანონო და აუცილებლად მოხდებოდა სანქცირება. ამის მერე წავედით სასამართლოში, რადგან მფლობელი ლევან აფციაური იმუქრებოდა და ამბობდა, რომ მას ამ ქვეყანაში ყველაფერი შეუძლია და თავისი კონტაქტებით აუცილებლად აამუშავებდა საწარმოს. ამასობაში, ჩვენ სახლებზე პარკები გვაქვს გადაკრული, რადგან ცხოვრება შეუძლებელია“, – განაცხადა ჩიკვაიძემ.

მისი თქმით, მცხეთის მერიის მხრიდან უკანონოდ იქნა ნებართვა გაცემული, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ნებართვა პირველი კლასის მშენებლობაზეა, ბეტონის ქარხნისთვის კი, მეხუთე კლასია აუცილებელი.

,,არსებულიდან გამომდინარე, ორშაბათს შეგვქონდა სარჩელი და პარასკევს, ჩუმად მცხეთის მერიამ გასცა პირველი კატეგორიის ნებართვა. რაც, ასევე არასაკმარისია მსგავსი საწარმოს ფუნქციონირებისთვის, თუმცა მაინც, რაღაც დოზით ლეგალიზაცია მოახდინეს. თურმე, ეს მათთვის აპრობირებული პრაქტიკაა.

ყველა გონივრული ვადა მივეცით და ვამბობდით, რომ მცხეთის მერიაა ზედამხედველი ორგანო და მათ უნდა მოეხდინათ დემონტაჟი. ამის პასუხად მცხეთის მერმა, მესამე ადამიანის საშუალებით შემომითვალა, რომ ძალიან დიდი სურვილი აქვს ჩვენი მხარე დაიჭიროს, მაგრამ ვიღაცებს ,,ვერ ახტება“. ჩემი პოზიცია უკვე ნათელია და რადაც უნდა დამიჯდეს, როგორ სამართლებრივ გზადაც ყველაფერს გავაკეთებ აუცილებლად.

მფლობელი, ლევან აფციაური არაერთგზისაა დაჯარიმებული მსგავსი საქმიანობის გამო. გარდა ამისა, ჩვენი მხრიდან სისხლის სამართალი საქმეა აღძრული. ჩემი უცხოეთში ყოფნის დროს, იგი შევარდა ჩემს კერძო საკუთრებაში, დედაჩემს და მცირეწლოვან ბავშვს ემუქრებოდა. არის სხვა მუქარებზეც საუბარი, რომელსაც ჯერ კიდევ არ გავასაჯაროვებ.

ამ ყველაფრის ფონზე, ეს დაწესებულება მუშაობს კვლავ აგრძელებს“, – განაცხადა გიორგი ჩიკვაიძემ.

,,ბიზნესპრესნიუსი“ მცხეთის მერიასაც დაუკავშირდა. მერის მოადგილე, თამაზ ფოლოდაშვილი, ამბობს, რომ ნაგებობა და საქმიანობაც უკანონოა თუმცა, დემონტაჟი ან ზომების მიღება მერიის კომპეტენციას სცდება.

„განაცხადი ნამდვილად იყო შემოსული საჩივრის სახით, რაზეც მუნიციპალიტეტს ჰქონდა რეაგირება. უპროექტო უნებართვო მშენებლობისთვის 1 000 ლარით დავაჯარიმეთ პირი. ასეა განსაზღვრული კანონმდებლობით. შემდეგ, გააგრძელა აღნიშნულმა პიროვნებამ (ლევან აფციალურმა) პროექტირება, განაცხადი შემოიტანა ჩვენთან. მნიშვნელოვანია, რომ მან მუნიციპალიტეტთან პირველი კლასის მშენებლობაზე ნებართვა შეათანხმა, რაც 60 კვადრატამდე ლობის მშენებლობას გულისხმობს. ამაზე მუნიციპალიტეტმა გასცა ნებართვა. სამეწარმეო საქმიანობაზე კი, ნებართვები ჩვენი კომპეტენცია არ არის.

ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში, პირი დაჯარიმდა მეორედაც, როცა ადგილობრივი მცხოვრებლის საჩივრის საფუძველზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს ნორმებიდან გასვლის ფაქტი დახვდათ. იქ ჩვენი სამსახურის უფლება-მოსილება ამოიწურა. აქ უკვე სხვა უწყებების რეაგირების საკითხია“, – განაცხადა მცხეთის მერის მოადგილემ ,,ბიზნესპრესნიუსთან“.

მიუხედავად იმისა, რომ მისი თქმით, მცხეთაში ცემენტის უკანონო ქარხნის დემონტაჟი მერიის პრეროგატივა არ არის, დედაქალაქში სწორედ მუნიციპალიტეტი ახორციელებს უკანონო შენობა-ნაგებობების დემონტაჟს. მათ შორის, ცემენტის ქარხნების, რისი პრეცენდენტიც გასულ წელს დიდ დიღომში იყო,

აღსანიშნავია, რომ ლევან აფციაურზე სამეწარმეო რეესტრში არავითარი მიმდინარე საქმიანობა არ იძებნება. არის მხოლოდ 2 განაცხადი ორივე გასული წლის აპრილში, როცა აფციაურმა საქმიანობის შეჩერებისთვის მიმართა რეესტრს და რეესტრმა იმ დღესვე დააკმაყოფილა.

,

Play 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,887,784 ნახვა
%d bloggers like this: