რუსეთი, ბირთვული იარაღის შემცირების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, ბირთვული იარაღის ინსპექტირებაზე დროებით უარს ამბობს. ამის შესახებ განცხადებას რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
„2022 წლის 8 აგვისტოს რუსეთის ფედერაციამ დიპლომატიური არხებით ოფიციალურად აცნობა ამერიკის შეერთებულ შტატებს იმის შესახებ, რომ ჩვენი ქვეყანა დროებით ტოვებს ინსპექტირების საქმიანობას, სტარტის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მის ობიექტებზე, რომლებიც ამ ხელშეკრულებით ექვემდებარება ინსპექტირებას. ეს ასევე ვრცელდება იმ ობიექტებზე, რომლებზეც შეიძლება ჩატარდეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პროცედურები“,- ნათქვამია განცხადებაში.
ორმხრივი შეთანხმება, რუსეთსა და შეერთებულ შტატებს შორის სტრატეგიული ბირთვული არსენალის შემცირების შესახებ, ითვალისწინებს თითოეული მხარის მიერ ბირთვული ქობინების შემცირებას. შეთანხმება 1991 წლიდან მოქმედებს.