უცხოური მედია

ფრონტზე წლის ბოლომდე ცვლილებას ვიხილავთ, შემდეგ კი რუსებს რთული ზამთარი ელოდებათ – კურტ ვოლკერი

Nusagi

ამერიკელი დიპლომატის კურტ ვოლკერის თქმით, რუსეთი უნდა შეეგუოს იმას, რომ საკუთარ საზღვრებში მოუწევს ცხოვრება. 

ვოლკერის თქმით, სანამ რუსეთს დაჟინებით სურს მეზობლებს შეუტიოს, ის მუდმივი საფრთხეა მსოფლიოსთვის.

„რუსეთი უნდა შეეგუოს იმას, რომ საკუთარ საზღვრებში მოუწევს ცხოვრება. სანამ რუსეთს დაჟინებით სურს მეზობლებს შეუტიოს, ის მუდმივ საფრთხედ რჩება მსოფლიოსთვის. მომენტი, როცა იქნება შესაძლებელი იმის თქმა: „უკრაინამ გაიმარჯვა“ თავად უკრაინელებმა უნდა განსაზღვრონ“, – აცხადებს დიპლომატი. 

ვოლკერი დარწმუნებულია, რომ წლის ბოლომდე ბრძოლის ველზე ვითარება შეიცვლება და რუსებს რთული ზამთარი ელით. 

„დიდი ალბათობით, წლის ბოლომდე, ფრონტზე ნამდვილად ვიხილავთ ცვლილებას, განსაკუთრებით სამხრეთში – ხერსონში, ზაპორიჟჟიის რეგიონში. შესაძლოა – ხარკოვის გარშემოც. უკრაინის მთელი ტერიტორიის დაბრუნებას აუცილებლად მეტი დრო დასჭირდება. მოკლედ, რუსებს რთული ზამთარი ექნებათ“, – აცხადებს ვოლკერი. 

დიპლომატი ვარაუდობს, რომ გაზაფხულზე აგრესორ მხარეს რესურსები ამოეწურება. 

„დიახ, ზამთარში შესვენება აუცილებლად იქნება, მაგრამ ეს პაუზა რუსეთს სარგებელს არ მოუტანს“, – დასძინა ვოლკერმა. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,205,246 ნახვა
%d bloggers like this: