ყირიმში, აეროდრომზე, რომელსაც რუსეთი სამხედრო ავიაციისთვის იყენებს, მძლავრი აფეთქება მოხდა.
ინფორმაცია ამის შესახებ საკის რაიონის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ვიქტორია კაზმიროვამ გაავრცელა, ამის შესახებ „ტასი“ იუწყება.
„ჩვენი აეროდრომი ფეთქდება. აფეთქებები აეროდრომზე ხდება. აქ ყველა ფანჯარა ჩამტვრეულია”, – თქვა კაზმიროვამ.
რეგიონის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აფეთქების ადგილზე სასწრაფო დახმარების მანქანები და სამედიცინო ავიაციაა მობილიზებული, დაღუპულთა შესახებ ინფორმაცია ზუსტდება.
საკის სამხედრო აეროდრომი, საკის რაიონის სოფელ ნოვოფედოროვკას მახლობლად მდებარეობს, რომელიც გამოიყენება რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ავიაციის – თვითმფრინავებისა და ვერტმფრენებისთვის, მათ შორის, საზღვაო ავიაციისთვის.
Facebook Comments Box