უცხოური მედია

კონგრესმენი ჯეფ ვან დრიუ ტრამპის სახლში ჩხრეკაზე: ეს უფრო რუსეთის სახელმწიფოს ჰგავს, ვიდრე ამერიკას – ჩვენი ქვეყნის დაკარგვის ზღვარზე ვართ, თუ ასე გაგრძელდება

Nusagi

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის წევრი, „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი ჯეფ ვან დრიუ გამოძიების ფედერალური ბიუროს (FBI) მიერ პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩატარებულ ჩხრეკას ეხმაურება და აცხადებს, რომ ასეთი ნაბიჯი უფრო რუსეთის სახელმწიფოს ჰგავს, ვიდრე ამერიკას.

„ამას არასდროს გაუკეთებდნენ შეერთებული შტატების პრეზიდენტს და ვწუხვარ იმის გამო, თუ რას ნიშნავს ეს ამერიკისთვის. ჩვენი ქვეყნის დაკარგვის ზღვარზე ვართ, თუ ასე გაგრძელდება. ეს უნდა შეჩერდეს“, – აღნიშნა კონგრესმენმა.

„საპასუხო რეაქცია იქნება. ვფიქრობ, ხალხი დაიღალა ამით. მათ იციან, რომ ეს არასწორია. ამ ადამიანებს [„დემოკრატები“] არ შეუძლიათ დანებება და ისინი გააგრძელებენ პრეზიდენტ ტრამპის დევნას“, – განაცხადა ჯეფ ვან დრიუმ.

გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. დონალდ ტრამპის ადვოკატმა, კრისტინა ბობმა დაადასტურა, რომ FBI-მ მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან დოკუმენტები ამოიღო.

დონალდ ტრამპმა მომხდარს „ ქვეყნისთვის ბნელი დრო“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ქმედება არაფრით განსხვავდება უოტერგეიტის სკანდალისგან.

მიმდინარე წლის თებერვალში აშშ-ის ეროვნული არქივის ადმინისტრაციამ კონგრესს აცნობა, რომ ფლორიდაში მდებარე დონალდ ტრამპის სახლიდან დაახლოებით 15 ყუთი დოკუმენტები ამოიღო, რომელთაგან ზოგიერთი საიდუმლო მასალებს შეიცავდა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,030,001 ნახვა
%d bloggers like this: