მედიცინა

შრომის ინსპექციის სამსახურმა 127 კოვიდკლინიკიდან 90-ში დარღვევა დაადგინა

Nusagi

შრომის ინსპექციის სამსახურმა, 2021-2022 წლებში 127 კოვიდ კლინიკა შეამოწმა, საიდანაც 90 დაწესებულებაში დადგინდა, რომ სამედიცინო პერსონალისთვის განკუთვნილი დანამატი არ გაუციათ.

როგორც შრომის ინსპექციის სამსახურიდან „ინტერპრესნიუსის“ მიერ გამოთხოვილ ინფორმაციაშია ნათქვამი, 33 ობიექტზე დამატებითი ანაზღაურების/დანამატის და მისგან გამომდინარე შრომითი ურთიერთობების კუთხით დარღვევა არ გამოვლენილა, ხოლო 4 მათგანთან მიმართებაში საქმისწარმოება შეწყდა იმ საფუძვლით, რომ ისინი აღარ ფუნქციონირებენ კოვიდ კლინიკის სტატუსით.

„ამასთან, განმეორებითი ინსპექტირება განხორციელდა 86 კლინიკასთან მიმართებით, რომელთაგან სამსახურის მიერ გაცემული მითითებები სრულად იქნა აღმოფხვრილი 28 კლინიკის მიერ, რომლის შედეგად შედგენილ იქნა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მეორე განმეორებითი ინსპექტირება სამსახურმა განახორციელა 51 კლინიკაზე, რომელთაგან 20 კლინიკის მიერ სრულად იქნა შესრულებული გაცემული მითითებები“,- აღნიშნავენ შრომის ინსპექციის სამსახურში.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,029,995 ნახვა
%d bloggers like this: