პოლიტიკა

„ხალხის ძალა“: აშშ-ის საელჩო დღემდე ჩადენილ ცოდვებზე გაჩერებას არ აპირებს და საქართველოს ხელისუფლებაზე შეტევის მიტანას ახალი ენერგიით გეგმავს

გასული სამი წლის განმავლობაში, საზოგადოება აკვირდებოდა ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლის მცდელობას, რომელიც საელჩოდან იყო სრულად კოორდინირებული. ამ მცდელობის მთავარი მიზანი ხელისუფლებაში უსამშობლო და პატრიოტიზმისგან დაცლილი ადამიანების მოყვანა იყო, რომლებიც თვალდახუჭული მოაწერდნენ ხელს ომს, როგორი გამანადგურებელიც არ უნდა ყოფილიყო ის საქართველოსთვის,-ამის შესახებ ნათქვამია საზოგადოებრივი მოძრაობის „ხალხის ძალა“ განცხადებაში.

როგორც „ქართული ოცნებიდან“ წასული დეპუტატები აცხადებენ, რევოლუციური სცენარის ამოქმედება ჯერ კიდევ სამი წლის წინ დაიწყო, რადგან „ქართული ოცნების“ მიმართ საელჩოს იმთავითვე არ ჰქონდა ომში ჩართვის იმედი, რადგან ზუსტად იცოდნენ, რომ პატრიოტული გრძნობები მის ლიდერებს საკუთარი ქვეყნის განადგურებაზე წასვლის შესაძლებლობას არ მისცემდა.

„ სწორედ ამიტომ ცდილობდა საელჩო საპარლამენტო არჩევნებამდე და საპარლამენტო არჩევნების შემდეგ სრული დაჟინებით ხელისუფლებაში ნაცმოძრაობისა და მისი სატელიტების მოყვანას.

ყველას კარგად ახსოვს, როგორ ამოუგრიხა საელჩომ ხელისუფლებას 2020 წელს ხელი და როგორ აიძულა, ერთი მხრივ, უგულავა და ოქრუაშვილი ციხიდან გამოეშვა, ხოლო, მეორე მხრივ, საარჩევნო სისტემა ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტების სასარგებლოდ შეეცვალა. ხელისუფლება იძულებული გახდა, დათანხმებოდა 120/30 სისტემას ერთპროცენტიანი საარჩევნო ბარიერით, რომელიც ხელისუფლებაში ნაციონალური მოძრაობის დაბრუნების შანსებს ერთიორად ზრდიდა. თუმცა, მტკივნეული ტაქტიკური დათმობების მიუხედავად, „ქართულმა ოცნებამ“ ეს ბრძოლა მოიგო და საპარლამენტო არჩევნებში 90 მანდატი მოიპოვა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ხელისუფლებამ სუფთად ჩაატარა და ეუთო/ოდირისა და სხვა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიებს მისი არალეგიტიმურად ცნობისათვის საბაბიც კი არ დაუტოვა“,-აცხადებენ დეპუტატები.

მათივე თქმით, ამის მიუხედავად, საელჩომ თავისივე ფავორიტი რადიკალური ოპოზიციური პარტიების პარლამენტში შეყვანა „ვერაფრით მოახერხა“. ნათელაშვილის „ფანჩატური“, რომელიც საზოგადოების უდიდეს ნაწილს სასაცილოდ არ ყოფნიდა, მაშინ სწორედ საელჩოს რევოლუციური სცენარის აღსასრულებლად შეიქმნა.

„ოპოზიციის მტკიცება არჩევნების გაყალბების შესახებ ხმების პარალელური დათვლის (ე.წ. პივიტის) შედეგებზე იყო აგებული, რომლის გაყალბება საელჩომ, ყველანაირი ლოგიკით, არჩევნებამდე დაგეგმა. ამერიკული დაფინანსებით მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციის – „სამართლიანი არჩევნების“ მაშინდელმა აღმასრულებელმა დირექტორმა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში თქვა კიდეც, რომ ინფორმაცია ცდომილების შესახებ USAID-ის თანამშრომლებს ნოემბერში უკვე ჰქონდათ. თუმცა, აღნიშნული ცდომილება მხოლოდ 11 დეკემბერს იქნა აღიარებული.

არსებითად სწორედ გაყალბებულ პარალელურ ხმის დათვლას დააფუძნა ოპოზიციამ პარლამენტში არშესვლა, რაც ამერიკის საელჩომ მყისიერად „პოლიტიკურ კრიზისად“ გააფორმა და ხელისუფლებისგან ამ კრიზისის დაძლევა მოითხოვა. საკმარისი იყო, საელჩოს დაედასტურებინა მარტივი ჭეშმარიტება, რომ ოპოზიციის პარლამენტში არშესვლა ავტომატურად პოლიტიკურ კრიზისს არ ნიშნავს და ოპოზიციაც საბოტაჟს მაშინვე შეწყვეტდა. თუმცა, ამის სანაცვლოდ, დაიწყო კიდევ ერთი თავსმოხვეული მოლაპარაკებები, რომელიც 19 აპრილის შეთანხმების გაფორმებით დასრულდა. 19 აპრილის შეთანხმების თავს მოხვევით, საელჩომ ჩვენი სახელმწიფო გარკვეულწილად გაიყვანა კონსტიტუციური ჩარჩოდან, რაც, სამწუხაროდ, საქართველოს სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტისადმი მის უდიერ დამოკიდებულებაზე მეტყველებს.

19 აპრილის შეთანხმების გაფორმების შემდეგ, ორმა ელჩმა ხელისუფლებას ნიკანორ მელია და გიორგი რურუა იძულებით გაათავისუფლებინა, რამაც ხელისუფლების რეპუტაციას მძიმე ზიანი მიაყენა. როდესაც ხელისუფლება კანონის უზენაესობას ვერ იცავს, საზოგადოების თვალში მისი ნდობა მყისიერად კნინდება. სწორედ ამაზე იყო გათვლილი თითოეული კრიმინალის განთავისუფლება, თორემ უგულავას, ოქრუაშვილს, მელიასა და რურუას საელჩოსთვის არავითარი პიროვნული ფასი რომ არა აქვთ, ყველამ ძალიან კარგად იცის. საბოლოოდ, ხელისუფლებამ აუცილებელი ტაქტიკური ნაბიჯი გადადგა, მძიმე დარტყმა მიიღო, თუმცა, ხელოვნურად შექმნილი კრიზისიდან ბოლოს მაინც გამარჯვებული გამოვიდა; – საელჩო „ქართულ ოცნებას“ თვეების მანძილზე რიგგარეშე არჩევნების საკითხზე რეფერენდუმის დანიშვნას სთხოვდა, რაც, თითქმის ასპროცენტიანი ალბათობით, ქვეყანას რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებამდე მიიყვანდა. თუმცა, ხელისუფლებამ ზეწოლას გაუძლო და რეფერენდუმის 43-პროცენტიანი ბარიერით ჩანაცვლება მოახერხა, საბოლოოდ კი, თავსმოხვეული 43-პროცენტიანი ბარიერი მუნიციპალურ არჩევნებში საკმაოდ დიდი ფორით გადალახა და საელჩოსთან ეს ბრძოლაც გამარჯვებით დაასრულა. „ქართული ოცნება“ აქაც მტკივნეულ ტაქტიკურ დათმობაზე წავიდა, გარისკა, 43 პროცენტს დათანხმდა და ეს სრულიად გაუგებარი ბარიერიც დაძლია;
– „ქართულმა ოცნებამ“ 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულად დროულად გამოაცხადა, რამაც რადიკალურ ოპოზიციას პოლარიზაციის კიდევ უფრო მეტად ესკალაციის შესაძლებლობა არ მისცა. 43-პროცენტიანი ბარიერის ფორმალიზების პირობებში, მუნიციპალური არჩევნები ბევრად უფრო პოლარიზებულ გარემოში ჩაივლიდა, რაც სწორედ საელჩოს ფავორიტ რადიკალურ ოპოზიციასა და საელჩოს მიერ დაგეგმილ რადიკალურ დღის წესრიგს აძლევდა ხელს; – არჩევნებამდე ორი კვირით ადრე, ევროკავშირის ელჩის ძალისხმევით, საქართველოსთვის 75-მილიონიანი სესხის გაცემაზე იგეგმებოდა უარის თქმა, რაც საარჩევნოდ „ქართული ოცნებისთვის“ ზიანის მიყენებაზე იყო გათვლილი. თუმცა, „ქართულმა ოცნებამ“ აქაც ოპერატიულად იმოქმედა, თავადვე თქვა სესხზე უარი და საელჩოს გეგმა ჩაუშალა; – 5 ივლისის პროვოკაციაც თავიდან ბოლომდე საარჩევნო მიზნებს ემსახურებოდა. საელჩომ ამ შემთხვევაში წაუგებელი თამაში ითამაშა – ადვილი გასათვლელი იყო, რომ როგორც ე.წ. პრაიდის ჩატარება, ისე მოსალოდნელი ინციდენტები „ქართულ ოცნებას“ წინასაარჩევნოდ სერიოზულ ზიანს მიაყენებდა. ფაქტია, რომ ჟურნალისტებზე ძალადობით, რომლის თავიდან აცილება ხელისუფლებისთვის შეუძლებელი იყო, „ქართულმა ოცნებამ“ სერიოზული დარტყმა მიიღო. თუმცა, საბედნიეროდ, ამ დარტყმამ არჩევნების შედეგებზე რაიმე არსებითი გავლენა ვერ მოახდინა;
– ბოლოს, „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ საქართველოში უკრაინიდან საგანგებოდ ჩამოყვანილი მიხეილ სააკაშვილი დააპატიმრა და მას არჩევნების დღის არევის შესაძლებლობა არ მისცა. ვისი დავალებით ცდილობდნენ იმ დღეებში უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნები კვალის არევას და იტყუებოდნენ, რომ სააკაშვილი უკრაინაში იმყოფებოდა, საზოგადოებამ თავად განსაჯოს.

შარშან სწორედ ასე ჩავარდა ხალხის ნების წინააღმდეგ ხელისუფლების შეცვლის მცდელობა, რომელიც, სამწუხაროდ, თავიდან ბოლომდე საელჩოდან იყო კოორდინირებული“,-ნათქვამია განცხადებაში.

დეპუტატების თქმით, კელი დეგნანის მიერ „ფორმულასთვის“ მიცემულმა ინტერვიუმ კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა, რომ საელჩო არათუ დღემდე ჩადენილ ცოდვებზე გაჩერებას არ აპირებს, არამედ, პირიქით, საქართველოს ხელისუფლებაზე შეტევის მიტანას მომავალში ახალი ენერგიით გეგმავს.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,648,058 ნახვა
%d bloggers like this: