პოლიტიკა

ჯუანშერ ბურჭულაძე: ჩვენ არაერთხელ ვცადეთ, რომ პირადი ურთიერთობები უფრო მეტად დაგვეთბო ჩვენს უკრაინელ ძმებთან

Nusagi

თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე მიხაილო პოდოლიაკის საქართველოს შესახებ მორიგ განცხადებას გამოეხმაურა.

„ჩვენ არაერთხელ ვცადეთ, რომ პირადი ურთიერთობები უფრო მეტად დაგვეთბო ჩვენს უკრაინელ ძმებთან, ეს ნარატივი, რაც დღეს ჩვენ მიმართ მიმდინარეობს, ვფიქრობ, არ არის სწორი“, – განაცხადა ბურჭულაძემ.

ის „მთავარი არხის“ ეთერში გასულ რეპორტაჟს ეხმაურება, რომლის თანახმადაც, სავარაუდოდ, საოკუპაციო რეჟიმს სრული წვდომა აქვს უკრაინაში მებრძოლი ქართველი სამხედროს, მიხეილ ქამხაძის მონაცემებთან, რომელიც თავდაცვის სამინისტროში უნდა ინახებოდეს. მინისტრი განმარტავს, რომ ეს სახელმწიფოს წინააღმდეგ ორგანიზებული პროვოკაციაა.

„როდესაც ასეთ პროვოკაციას აწყობთ, ფრთხილად უნდა იყოთ. არ უნდა შეეხოთ ჩვენს ჯარისკაცებს, გმირებს“, – დასძინა მან.

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განაცხადებით, საქართველოში თანამდებობის პირებმა ტონი უნდა შეცვალონ, ხოლო თუ გარკვეული მიზეზების გამო ეს არ შეუძლიათ, მაშინ საჯარო გამოსვლები, რომელიც უკრაინას ეხება, შეამცირონ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,175,812 ნახვა
%d bloggers like this: