უცხოური მედია

ალან დერშოვიცი ტრამპის სახლში რეიდზე: ეს ლავრენტი ბერიას სტილის დევნაა – ბერიამ სტალინს უთხრა: „მაჩვენე ადამიანი და დანაშაულს გიპოვნი“

Nusagi

ცნობილი ამერიკელი იურისტი, ამერიკის კონსტიტუციური სამართლისა და სისხლის სამართლის სპეციალისტი, ალან დერშოვიცი აცხადებს, რომ აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის რეზიდენციაში ჩატარებული ჩხრეკა პოლიტიკურად მოტივირებული ქმედება იყო.

„ეს ლავრენტი ბერიას სტილის დევნაა. ბერიამ სტალინს უთხრა: „მაჩვენე ადამიანი და დანაშაულს გიპოვნი“. ისინი გულმოდგინედ ეძებენ დანაშაულებს, რომლითაც ტრამპს ბრალს წაუყენებენ. მათი [„დემოკრატების“] მიზანია მას [დონალდ ტრამპს] მისწვდნენ“, – აღნიშნა ალან დერშოვიცმა გამოცემა Washington Examiner-თან ინტერვიუში.

ალან დერშოვიცის თქმით, მსგავსი რამე არასდროს მომხდარა და არც არასდროს მოხდებოდა, რომ არა დონალდ ტრამპი.

9 აგვისტოს, გამოძიების ფედერალურმა ბიურომ (FBI) პალმ ბიჩში (ფლორიდის შტატი) მდებარე დონალდ ტრამპის სახლში ჩხრეკა ჩაატარა. დონალდ ტრამპის ადვოკატმა, კრისტინა ბობმა დაადასტურა, რომ FBI-მ მარ-ა-ლაგოს რეზიდენციიდან დოკუმენტები ამოიღო.

დონალდ ტრამპმა მომხდარს „ ქვეყნისთვის ბნელი დრო“ უწოდა და აღნიშნა, რომ ეს ქმედება არაფრით განსხვავდება უოტერგეიტის სკანდალისგან.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,045,764 ნახვა
%d bloggers like this: