„აშშ-ის ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებას ცოტა დააკლდა“, – ამის შესახებ პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ, „ოცნებიდან“ წასული 4 დეპუტატის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა, სადაც ისინი აშშ-ის საელჩოს ხელისუფლების გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებენ.
მისი თქმით, ხელისუფლებაში არიან ადამიანები, რომლებიც არიან არა საქართველოს, არამედ რუსეთის სამსახურში.
„ეს განცხადება არის რუსული საინფორმაციო დივერსია. სამწუხაროა, რომ ეს ადამიანები არიან ამ მავნებლობაში ჩართულები. დაახლოებით ამ პათოსის განცხადება გააკეთა მაჭარაშვილმა, სუბარმა, ყაველაშვილმა და ხუნდაძემ. მგონი, ამერიკის შეერთებული შტატების ტერორისტულ სახელმწიფოდ გამოცხადებას ცოტა დააკლდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, აქამდეც მივლენ“, – აცხადებს პაატა მანჯგალაძე.
Facebook Comments Box