პოსტები სოციალური ქსელიდან

გია გაბრიჭიძე მელიაზე: ამ სიტყვებს ამბობს იმ პარტიის ლიდერი, რომლის ბელადმა მტრისთვის ჩაბარებულ ათობით სოფელს „ქვების გროვა“ უწოდა, გაოცების გრძნობა გეუფლება, როცა იხსენებ ამ ე.წ. პარტიის სიძულვილს ყოველგვარი ქართულის მიმართ

Nusagi

„გაოცების გრძნობა გეუფლება, როცა იხსენებ ამ ე.წ. პარტიის სიძულვილს ყოველგვარი ქართულის მიმართ, ბოროტებასა და ზიზღს მართლმადიდებლობის მიმართ, ქართული განათლებისა და კულტურის მოსპობას, გარყვნილებას, მომხვეჭელობას, ახალგაზრდების ტერორში ჩაყენებასა და კიდევ ათას უბედურებას. გიკვირს ის თავხედობა, რითაც დღეს ცხოვრობენ“, – ასე ეხმიანება ექსპერტი გია გაბრიჭიძე ნიკა მელიას Facebook-სტატუსს.

როგორც გაბრიჭიძე წერს, „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნისთვის ცუდის მეტს არაფერს აკეთებდა და კიდევ უფრო მეტი ცუდის გაკეთება სურდათ.

„ნიკა მელია – რატომ ვეძახით უსამშობლოებს? იმიტომ რომ თავად გააკეთეს ეს არჩევანი, როცა უარი თქვეს სამშობლოზე და კოლაბორაციაში შევიდნენ ოკუპანტთან. როცა იქცნენ მტრის იარაღად საკუთარი სამშობლოს წინააღმდეგ. ერთის შეხედვით, კარგად არის ნათქვამი, მაგრამ როცა დაფიქრდები იმაზე, რომ ამ სიტყვებს ამბობს იმ პარტიის ლიდერი, რომლის ბელადმა მტრისთვის ჩაბარებულ ათობით სოფელს „ქვების გროვა“ უწოდა, გაოცების გრძნობა გეუფლება. როცა იხსენებ ამ ე.წ. პარტიის სიძულვილს ყოველგვარი ქართულის მიმართ, ბოროტებასა და ზიზღს მართლმადიდებლობის მიმართ, ქართული განათლებისა და კულტურის მოსპობას, გარყვნილებას, მომხვეჭელობას, ახალგაზრდების ტერორში ჩაყენებასა და კიდევ ათას უბედურებას. გიკვირს ის თავხედობა, რომლითაც დღეს ცხოვრობენ. კონსტანტინე გამსახურდიამ უსამშობლო ფარსმან სპარსს თვითმოძრავი ჭური უწოდა. ფარსმან სპარსსაც კი, უფრო მეტი მორალი ჰქონდა, ვიდრე ამ ხალხს, რომლებიც ქვეყნისთვის, სამშობლოსათვის ცუდის მეტს არაფერს აკეთებდნენ და კიდევ მეტი ცუდის გაკეთება სურთ“, – წერს გაბრიჭიძე Facebook-ზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,175,788 ნახვა
%d bloggers like this: