უცხოური მედია

მოსკოვის ოლქში „ნატახტარის“ ბრენდის სახელით გაზიან სასმელს აწარმოებდნენ

მოსკოვის ოლქში პოლიციამ არალეგალური გაზიანი სასმელის საამქრო გამოავლინა, სადაც გაზიანი სასმელის ჩამოსხმა ქართული ბრენდის, „ნატახტარის“ სახელით მიმდინარეობდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. 

როგორც რუსეთში შს სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა ირინა ვოლკმა განაცხადა, ამოღებულია ფალსიფიცირებული გაზიანი სასმელის 500 ათასი ბოთლი.

„დადგენილია, რომ საამქრო ყოფილი ბოსლის ტერიტორიაზე მდებარეობდა დასახლება შავოვსკაიაში. შუა აზიიდან ჩამოსული პირები 24-საათიან რეჟიმში წყალში ქიმიურ ხსნარებს ამატებდნენ, რის შემდეგ გაზიან სასმელს ბოთლებში ასხამდნენ და ყალბ ეტიკეტებს აკრავდნენ. მზა პროდუქციის რეალიზაცია მსხვილი საბითუმო ბაზების მეშვეობით ხდებოდა“, – განაცხადა ვოლკმა. 

მისივე თქმით, აღძრულია სისხლის სამართლის საქმე და ერთი პირია დაკავებულია. მისივე ინფორმაციით, ამჟამად გამოძიება მიმდინარეობს, რათა დანაშაულში ჩართული სხვა პირების დადგენა მოხდეს.

ცნობისთვის, ქართული კომპანია „ნატახტარი“ ლიმონათსა და ლუდს აწარმოებს და პროდუქციას მსოფლიოს 23 ქვეყანაში ყიდის. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,422,514 ნახვა
%d bloggers like this: