უცხოური მედია

ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში გასული დღის განმავლობაში 7 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

Nusagi

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში გასული დღის განმავლობაში 7 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, – უკრაინული მედიის ინფორმაციით, ამის შესახებ დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პაველ კირილენკომ „ფეისბუქში“ დაწერა.

მისი განცხადებით, დაშავებულია 14 მშვიდობიანი მოქალაქე.

„11 აგვისტოს რუსებმა დონეცკის ოლქში 7 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: სამი ბახმუტში, ორი კურახოვოში, ერთი მარინკაში და ერთი ავდიივკაში. დაშავდა კიდევ 14 ადამიანი“, – წერს კირილენკო.

მისი განმარტებით, მარიუპოლსა და ვოლნოვახაში მსხვერპლის ზუსტი რაოდენობის დადგენა ამჟამად შეუძლებელია.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,205,133 ნახვა
%d bloggers like this: