უცხოური მედია

„რაკეტები და ჭურვები სულ უფრო უახლოვდება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რეაქტორს“ – დიმიტრი მედვედევი

Nusagi

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი „ტელეგრამზე“ წერს, რომ უკრაინელები თავად აპირებენ მეორე ჩერნობილის მოწყობას, ამის დაბრალება კი რუსეთისთვის უნდათ.

„კიეველი ნაძირალები და მათი დასავლელი მფარველები, როგორც ჩანს, მზად არიან, მოაწყონ ახალი ჩერნობილი. რაკეტები და ჭურვები სულ უფრო უახლოვდება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რეაქტორს და რადიოაქტიური იზოტოპების შესანახ ობიექტებს.

ისინი ამბობენ, რომ ეს რუსეთმა გააკეთა, რაც აშკარა, 100%-ით სისულელეა, თუნდაც სულელი რუსოფობიური საზოგადოებისთვისაც კი. გაეროსაც არ სჯერა. რა უნდა ვთქვა? არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირსაც აქვს ატომური ელექტროსადგურები. უბედური შემთხვევები იქაც შეიძლება მოხდეს“, – წერს მედვედევი.

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,029,941 ნახვა
%d bloggers like this: