უცხოური მედია

რუსეთსა და საქართველოს შორის საბორნე გადასასვლელის ამოქმედება იგეგმება – სომხეთის ეკონომიკის მინისტრი

Nusagi

სომხეთის ეკონომიკის მინისტრის ვაან კერობიანის ინფორმაციით, რამდენიმე დღეში რუსეთსა და საქართველოს შორის საბორნე გადასასვლელი უნდა ამოქმედდეს. მინისტრის თქმით, ამ მარშრუტით ის პირები ისარგებლებენ, რომლებიც რუსეთიდან ტვირთებს სომხეთში გადააქვთ. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს. 

„ახლა დასკვნითი სამუშაოები მიმდინარეობს და საბორნე გადასასვლელის გრაფიკი უახლოეს მომავალში იქნება გამოქვეყნებული“, – განაცხადა ვაან კერობიანმა.

მისი თქმით, ბორანი ფოთის პორტიდან რუსეთის პორტ „კავკაზში“ ივლის, რომელიც ქერჩის სრუტეში მდებარეობს. მანამდე კერობიანი აცხადებდა, რომ საბორნე გადასასვლელი 15 ივნისამდე უნდა ამოქმედდეს, მაგრამ ეს დღემდე არ მომხდარა.

უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ, საქართველოზე, როგორც სატრანზიტო ქვეყანაზე, დატვირთვა მნიშვნელოვნად გაიზარდა. საბაჟო პუნქტებში ტვირთების მომსახურება დროულად ვერ ხერხდება, მიუხედავად ამისა, რომ ეს ობიექტები 24-საათიან რეჟიმში მუშაობენ.

რუსეთსა და სომხეთს ამჟამად ერთადერთი სახმელეთო გზა აკავშირებს, რომელიც „ზემო ლარის“ საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე გადის. სომხეთში იმედოვნებენ, რომ საბორნე გადასასვლელები ამ გზის ალტერნატივა იქნება. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,205,246 ნახვა
%d bloggers like this: