პოლიტიკა

მიხეილ ყაველაშვილი ოპოზიციაზე – არც ერთ მათგანს ფაქტებზე დაყრდნობით არ უმსჯელია, მათ დაადასტურეს წერილში მოყვანილი ყველა ფაქტი იმიტომ, რომ არც ერთ ფაქტზე რეაგირება არ ჰქონიათ

Nusagi

გუშინდელი ჩვენი წერილის შემდეგ არცერთ მათგანს ფაქტებზე დაყრდნობით არ უმსჯელია, მათ დაადასტურეს ჩვენს წერილში მოყვანილი ყველა ფაქტი იმიტომ, რომ არც ერთ ფაქტზე რეაგირება არ ჰქონიათ, რადგან იციან, რომ ეს ასეა, თავადაც მონაწილეობდნენ ამ ყველაფერში – ამის შესახებ ჟურნალისტებს საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, დემოკრატია არ არის ის, რომ სიმართლე დაუმალო საზოგადოებას, რადგან ამერიკის შეერთებული შტატებია და ელჩია.

„ამაზე გვაქვს აქცენტი, ამერიკის საელჩოს მოვუწოდებთ, რომ შენგან იმართებიან ეს ადამიანები, უკვე მანდ მივედით. ეს არის უბედურება, რომ გამოვფიხზლდით და ამას ქართული საზოგადოება აღარ იღებს, ვეღარ მიიღებს და გავაუმჯობესოთ ჩვენი ურთიერთობები, ჩვენი მოწოდება ეს არის. ჩვენ არ ვართ ამერიკის შეერთებული შტატების წინააღმდეგი და რაც არ უნდა ეცადონ ტელევიზიები და ხელმოცარული პოლიტიკოსები ამას ვერ შეძლებენ, მაგრამ ის, რომ მე სიმართლე დავუმალო და არ ვუთხრა ჩვენს საზოგადოებას, რადგან ამერიკის შეერთებული შტატებია და ელჩია, ეს არ არის დემოკრატია, ეს არ არის ღირსეული ქვეყნის ღირსეული წარმომადგენლის პოზიცია და ამას მოვუწოდებთ ყველას, რომ გამოფხიზლდეთ და ისაუბრეთ, ვინც აგირჩიათ, ვის მიმართაც ხართ პასუხისმგებელი, კეთილი ინებეთ და სიმართლე არ დაუმალოთ ამ ხალხს, როგორც ამ ომის შემთხვევაში არ დაიმალა მთელი პოზიცია და საზოგადოება მიხვდა ყველაფერს, როგორ უნდა მომხდარიყო საქართველოს ომში ჩართვა“ განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,029,995 ნახვა
%d bloggers like this: