პოსტები სოციალური ქსელიდან

ანდრო ბარნოვი: ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობა თავისუფლებას აღარ ნიშნავს, ყველა მედია კერძო ინტერესის სამსახურში ჩადგა

Nusagi

შევარდნაძის დროს ჭაობში ხომ ვიხრჩობიდით? მაგრამ თავისუფალი მედია იყო ჩვენი მომავლის ნაღდი გარანტი. ყველას კარგად გვახსოვს ეს დრო. ოღონდ რამე საინტერესო გვექნა და ყველა მედიასაშუალება დაგესეოდა, ყველა ყველაფერს გააშუქებდა. დიდი მამოძრავებელი ძალა იყო ეს როგორც სამოქალაქო სექტორისთვის, ისე პოლიტიკისთვის. არანაირი ვარდების და ჟასმინების რევოლუცია არ იქნებოდა, რომ არა – თავისუფალი მედია. – ამის შესახებ პოლიტოლოგი ანდრო ბარნოვი სოციალურ ქსელში წერს.

“დიდი ხანია, სამწუხაროდ, ეს ასე აღარაა. ხელისუფლებისგან დამოუკიდებლობა თავისუფლებას აღარ ნიშნავს. ყველა მედიასაშუალება კერძო ინტერესის სამსახურში ჩადგა. ყველაზე დიდი მთა გვერდზე რომ გადადგა, ფორმალურ, თხელ გაშუქებას ვერ ეღირსები, თუ ვინმეს კერძო ინტერესს არ ემსახურები. ყველაზე დიდი პრობლემაა ეს და სატირელია, რომ გვაქვს ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი ამდენი მედიასაშუალება, მაგრამ არ გვაქვს თავისუფალი მედია… ?
არადა, გამოსავალი ხელის გულზე დევს. საჭიროა ქარტიის რეალური ამუშავება! დამოუკიდებელი მედიების მფლობელთა ფართო კონსენსუსი და რეალურ მიზნად დასახვა, რომ გვქონდეს ნამდვილად თავისუფალი მედია.
არ ვიცი, ნუთუ დამატებით მტკიცება სჭირდება, რომ ეს უნდა გავაკეთოთ? ვინ რა მოიგეთ დიდი თუ მცირე კერძო ინტერესების ლობირებით? შევთანხმდით და დავაწესოთ ძალიან მაღალი სტანდარტი. უდიდესი ბიძგი იქნება ეს ამ ქვეყნის გაცოცხლებისთვის” – წერს ანდრო ბარნოვი “ფეისბუქში”

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,161,060 ნახვა
%d bloggers like this: