უცხოური მედია

ბრიტანეთის პრემიერის პოსტის დასაკავებლად ლიზ ტრასი 22%-ით უსწრებს რიში სუნაკს – გახდება თუ არა ის ბრიტანეთის ახალი პრემიერი?

Nusagi

​კონსერვატიულ პარტიაში ჩატარებული გამოკითხვებით, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის პოსტის დასაკავებლად ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიზ ტრასი 22%-ით უსწრებს რიში სუნაკს. ამის შესახებ Reuters წერს.

გამოკითხვა პარტიის 450 წევრს შორის ჩატარდა, რომლის მიხედვითაც, 61%-ს სურს ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დაიკავოს პრემიერ-მინისტრის პოსტი, ხოლო ხაზინის ყოფილ კანცლერს, რიში სუნაკს გამოკითხულთა 39%-მა დაუჭირა მხარი.

ახალი პრემიერ-მინისტრის ვინაობის დასადგენად გამოკითხვა ჩატარდება 8 აგვისტოდან 12 აგვისტომდე, ხოლო ვინ გახდება ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი 5 სექტემბერს გახდება ცნობილი. კონსერვატიული პარტიის წევრები მთელი ქვეყნიდან ფოსტის საშუალებით მიიღებენ მონაწილეობას.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,205,007 ნახვა
%d bloggers like this: