კრიმინალი

მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე – კახეთში ადგილობრივმა თანასოფლელი სასტიკად მოკლა

Nusagi

მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე – კახეთში, სოფელ არაშენდაში ადგილობრივმა თანასოფლელი მოკლა. მკვლელობის მოტივი ცოლზე ეჭვიანობა გახდა.

ახლობლების ცნობით, ახალგაზრდა კაცმა შურისძიების მიზნით მსხვერპლი ტყეში გაიტყუა და დანით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. 47 წლის ლევან იაგანაშვილი საავადმყოფოში მიყვანამდე, გზაში გარდაიცვალა.

ადგილობრივების ცნობით, ბრალდებული მეზობელს მოკვლით ხშირად ემუქრებოდა. ამის შესახებ ადგილობრივმა სამართალდამცველმაც იცოდნენ. პოლიციის უფროსმა მოკლული კაცი შემთხვევამდე რამდენიმე დღით ადრე განყოფილებაში დაიბარა და სოფლის დატოვება ურჩია.

მოკლულის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ მოკლულს სხეულის სხვადასხვა არეში დაზიანებები განსაკუთრებული სისასტიკით აქვს მიყენებული.

„ლევანი აბანოს აკეთებდა და კლასელმა მოაკითხა, რომ ვქეიფობთ და უნდა წამოხვიდეო. რომ წავიდა და მანქანაში ჩაჯდა და გავიდნენ, იმ ყრუ-მუნჯ ბავშვს დაუნახავს, რომ ლევანი მანქანაში ჩაჯდაო, მკვლელის შვილს და მიიტანა სახლში ამბავი და ისინიც შეიარაღებულან, წასულან და სულ რაღაც 10 წუთში ეს ამბავიც მოხდა. სამნი მონაწილეობდნენ ამ ამბავში, მამა, ძმა და შვილი. ნაწამებია, ცხვირი გატეხილი აქვს, ბარძაყები და მკლავები აქვს გადაჭრილი და სისხლისგან დაიცალა და გარდაიცვალა“,  – აცხადებს მოკლულის ოჯახის წევრი. 

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,175,874 ნახვა
%d bloggers like this: