პოლიტიკა

„თქვენ გსურთ, რომ ჭაობში ბაყაყებად ვიქცეთ და მხოლოდ ვიყიყინოთ“ – ნიკა მელია „ქართულ ოცნებას“

Nusagi

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია ევროკავშირის ანგარიშს ეხმაურება, რომელიც 13 აგვისტოს გამოქვეყნდა. როგორც მელიამ აღნიშნა, „რუსული ოცნება“ განზრახ არ ასრულებს ქვეყნისთვის სასიცოცხლო მნიშვნელოვან 12 მოთხოვნას, რომელიც ევრორეკომენდაციაა.

„2 დღის წინ ევროკომისიის ანგარიში გამოქვეყნდა. დოკუმენტი, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს შანსს, მიიღოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი არსებული ხელისუფლების პირობებში. ამ დოკუმენტის მიხედვით, საქართველომ განიცადა უკუსვლა და რეგრესი დემოკრატიის, ადამიანის უფლებათა და კანონის უზენაესობის სფეროში.

დეტალურად წარმოგიდგინეთ ფაქტები, რომ „რუსული ოცნება“ განზრახ არ ასრულებს ქვეყნისთვის ამ სასიცოცხლო მნიშვნელოვან 12 მოთხოვნას. არაფერს არ აკეთებს და არც გააკეთებს. ეს არის მათი რუსული დავალება და ამიტომაც იქცევიან ასე. ან რას ვითხოვთ მათგან, ვინც უარი თქვა სამშობლოზე და დათანხმდა დავალებაზე, აახდინოს რუსული ოცნება საქართველოში. რუსულ ოცნებას ახდენა არ უწერია არც აქ საქართველოში, არც უკრაინაში და არც არსად, სადაც უნდათ თავისუფლება და არა მონობა, სადაც უნდათ კეთილდღეობა, ბედნიერება. ერთი სიტყვით, ადამიანად ყოფნა სადაც უნდათ, რუსული ოცნება არ ახდება და იმპერიის ისეთ ჭაობში არ ამოვყოფთ თავს, ბიძინა ივანიშვილო, სადაც თქვენ გსურთ, რომ ჭაობში ბაყაყებად ვიქცეთ და მხოლოდ ვიყიყინოთ. ეს არ მოხდება და ამას ყველა ერთად, არცთუ შორეულ პერსპექტივაში ხელშესახებად დავინახავთ“, – განაცხადა მელიამ.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,045,787 ნახვა
%d bloggers like this: