საზოგადოება

2017 წლის იანვრიდან 2022 წლის ივნისამდე მოსამართლე ნინო ბაქაქურის მიერ განხილულ საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადებისთვის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა დარღვეულია 626 საკასაციო საჩივარზე, 135 კერძო საჩივარსა და 39 შუამდგომლობაზე

Nusagi

მოსამართლე ნინო ბაქაქური წლებია დასაბუთებულ გადაწყვეტილებებს არ წერს და აბუჩად იგდებს მხარეს და მის წარმომადგენელს, 2017 წლის იანვრიდან 2022 წლის ივნისამდე მოსამართლე ნინო ბაქაქურის მიერ განხილულ საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადებისთვის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა დარღვეულია 626 საკასაციო საჩივარზე, 135 კერძო საჩივარსა და 39 შუამდგომლობაზე – ნათქვამია განცხადებაში, რომელიც ანალიტიკოსმა ზურაბ ქადაგიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. განცხადებაში, რომელიც ქადაგიძეს ახლობლებმა მიაწოდეს, საუბარია ნინო ბაქაქურის მხრიდან „უპრეცედენტო გულგრილობასა თუ აგდებულ დამოკიდებულებაზე“. განცხადებაში მოყვანილი სტატისტიკის თამახმად, მოსამართლე ნინო ბაქაქურს 2022 წლის 28 ივნისს მდგომარეობით (2017 წლის იანვრიდან), კანონით განსაზღვრული 6 თვის ვადის პირობებში, – 2 წლამდე ვადის დარღვევით განხილული აქვს – 200 საქმე, 3 წლამდე ვადის დარღვევით 20 საქმე, ერთ წელზე მეტი ვადის დარღვევით კი – 308 საქმე, ჯამში მან (2017 წლის იანვრიდან 2022 წლის ივნისამდე) ვადის დარღვევით განიხილა – 560 საქმე, სადაც 45 პროცენტზე მეტ საქმეზე საქმის განხილვის ვადის დარღვევამ შეადგენდა – 2 წელი ან მეტი. ამდენად, 252 საქმეზე მხარეები საქმის განხილვის მოლოდინში იყვნენ – 2 წელზე მეტი ვადის განმავლობაში, ხოლო 308 საქმეზე – 1 წელზე მეტი ვადის განმავლობაში. „ამასთან, 2017 წლის იანვრიდან 2022 წლის ივნისამდე ნინო ბაქაქურის მიერ უკვე განხილულ საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადებისათვის კანონით დადგენილი ერთთვიანი ვადა დარღვეულია 626 საკასაციო საჩივარზე, 135 კერძო საჩივარსა და 39 შუამდგომლობაზე. განსაკუთრებით საყურადღებოა ის გარემოება, რომ დასრულებული 626 საქმიდან (2017 წლის იანვრიდან 2022 წლის 28 ივნისამდე) დასაბუთებული გადაწყვეტილება ამ დრომდე არ არის მომზადებული 271 საქმეზე, რომლიდანაც – 86 საქმე დასრულებულია – 2020 წელს, 127 საქმე – 2021 წელს, ხოლო 58 საქმე – 2022 წელს. ამდენად, 213 საქმეზე მხარეები დასაბუთებული გადაწყვეტილების მოლოდინში არიან უკვე 2 წელია, მაშინ როდესაც მხარისათვის მხოლოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ჩაბარება ვერ უზრუნველყოფს მისი უფლების რეალიზებას და მხოლოდ გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადება/ჩაბარება დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადების გარეშე ვერ ჩაითვლება მართლმსაჯულების განხორციელებად, შესაბამისად, ამ დრომდე 213 საქმეზე მხარეები სამართლიანი სასამართლოს უფლების მოსამართლის მხრიდან სათანადოდ რეალიზების მოლოდინში არიან. ამასთან, უკვე მომზადებულ დასაბუთებულ გადაწყვეტილებებზე – ერთი თვიდან ერთ წლამდე ვადა დარღვეულია – 371 საქმეზე; 2 წლამდე ვადა – 209 საქმეზე, ხოლო 2-დან 3 წლამდე ვადა – 3 საქმეზე“- ნათქვამია განცხადებაში. აქვე აღნიშნულია, რომ სტატისტიკური მონაცემების პარალელურად ძალიან საინტერესოა სამოქალაქო პალატაში იმავე დატვირთვის მქონე სხვა მოსამართლის, მაგალითად მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილის სტატისტიკა. მაგალითად, 2017 წლის იანვრიდან 2022 წლის 28 ივნისამდე, მოსამართლე ზურაბ ძლიერიშვილმა ვადის დარღვევით განიხილა – სულ 1 საქმე (ვადის დარღვევა – 9 თვე). ამასთან, უკვე განხილულ საქმეებზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მომზადების ვადა დაირღვა მხოლოდ 14 საქმეზე (ერთი თვიდან ერთ წლამდე).

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,030,001 ნახვა
%d bloggers like this: