პოსტები სოციალური ქსელიდან

გია გაბრიჭიძე: ის, რასაც აშშ-ის საელჩო სჩადის სასამართლო რეფორმის მიმართულებით, სუვერენიტეტის პირდაპირი ხელყოფაა და საქართველოს საექსპერიმენტო ლაბორატორიად გადაქცევას გულისხმობს

Nusagi

ექსპერტი გია გაბრიჭიძე საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა. მისი თქმით მთელი პოლიტიკური, თუ საზოგადოებრივი სივრცის ძალისხმევა სასამართლოს დამოუკიდებლობისკენ უნდა იყოს მიმართული.

“აქსიომაა, რომ სახელმწიფოს განვითარების, საზოგადოების დაცულობისა და დემოკრატიის საძირკველს დამოუკიდებელი სასამართლო წარმოადგენს. არა მხოლოდ ისტორიიდან, არამედ უახლოესი წარსულიდანაც გვახსოვს რომ არათავისუფალი სასამართლო არის ინკვიზიცია, “ტროიკა”, ან 99,99% გამამტყუნებელი განაჩენი. თავად სასამართლო, როგორც ინსტიტუტი ყველაზე მაღალი გამოწვევების წინაშე მდგარი ორგანიზმია, რომელიც აუცილებლად უნდა იყოს მორგებული უპირველესად მენტალობას, პრეცედენტს და დახვეწილ საკანონმდებლო ბაზას და რაც მთავარია ისეთ მოსამართლეებს, რომლებიც არა მხოლოდ სერტიფიკატების დიდი რაოდენობით გამოირჩევიან, არამედ კარგად იციან ცხოვრების ნიუანსები და ადამიანის მიმართ აქვთ გულისხმიერი დამოკიდებულება (ხადია აზდაკობას არ ვითხოვ, მაგრამ . . .). ის, რასაც აშშ-ს საელჩო სჩადის სასამართლო რეფორმის მიმართულებით, რბილად რომ ვთქვა საქართველოს სუვერენიტეტის უმთავრესი საფუძვლის პირდაპირი ხელყოფაა და საქართველოს რაღაც საექსპერიმენტო ლაბორატორიად გადაქცევას გულისხმობს.

პარლამენტის წევრებმა სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ, მიხეილ ყაველაშვილმა და გურამ მაჭარაშვილმა გააკეთეს განცხადება სადაც საუბარია აშშ საელჩოს მხრიდან ქართული კანონების მიღების პროცესებში უხეში ჩარევის შესახებ.

“საელჩოს მიერ საქართველოს პარლამენტისთვის მიწოდებულ დოკუმენტში არაერთი პრობლემური და აბსურდული ინსტრუქციაა წარმოდგენილი, თუმცა, საზოგადოების ყურადღებას დღეს მხოლოდ სამ მათგანზე შევაჩერებთ. ესენია: მოსამართლეთა არჩევისა და დანიშვნისას კვალიფიციური უმრავლესობის წესის გამოყენება, სასამართლოების თავმჯდომარეების არჩევითობა და უზენაესი სასამართლოს სამი მოსამართლის უვადოდ გადანიშვნა”.

ნამდვილად არ მინდა პათეტიკური ფრაზების დაწერა, მაგრამ ვერც იმ უკუღმა-მედასავლეთეების წიწკვინს მივიღებ, ვისთვისაც აშშ საელჩოს ნებისმიერი შეძახილი ეგვიპტის ფარაონის უზენაეს ნებას წარმოადგენს.
კიდევ ერთხელ ვიტყვი – სახელმწიფო სადაც სასამართლო ხელისუფლებას სხვა ქვეყანა აკონტროლებს, სუვერენიტეტი არ გააჩნია.
ამიტომ წესით მთელი პოლიტიკური, თუ საზოგადოებრივი სივრცის ძალისხმევა სასამართლოს დამოუკიდებლობისკენ უნდა იყოს მიმართული”, – წერს გაბრიჭიძე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,205,198 ნახვა
%d bloggers like this: