პოლიტიკა

დავით ქართველიშვილი ზურაბ ჯაფარიძეს: სად მე და სად შენ…. ისე, ხმალთან და ფართან შენი დამოკიდებულება გასაგებია

Nusagi

რით იცავ საკუთარ თავს და კორპორაციას – ვიცი, ნანახი გვაქვს „შელახული “თავმოყვარეობის” ხარჯზე რომ დაეშვები ვინმე უბრალო ტიპის დაცინვის მცდელობამდე – შენს კომპლექსებზე მეტყველებს უფრო და იმ გაშიშვლებული გეგმების გასაჯაროებაზე, რომელთა დესტრუქციულ-რადიკალური ნაწილის ავტორად მოგაქვს თავი- წერს ექსპერტი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში და აზიარებს ე.წ. სქრინს, რითაც ზურაბ „გირჩი“ ჯაფარიძის სტატუსს ეხმიანება.

„ახლა “ამოდენა” გირჩი რომ ხარ და შელახული “თავმოყვარეობის” ხარჯზე რომ დაეშვები ვინმე უბრალო ტიპის დაცინვის მცდელობამდე – შენს კომპლექსებზე მეტყველებს უფრო და იმ გაშიშვლებული გეგმების გასაჯაროებაზე, რომელთა დესტრუქციულ-რადიკალური ნაწილის ავტორად მოგაქვს თავი. მთავარია საკუთარ თავს აინტერესებდე, მთავარია ქვეყნის რეალურ მტრებს ჩაახედო შენი და შენ თანამოაზრეთა სხეულის ყველაზე ინტიმურ და ამავდროულად, აგრესიის მატარებელ ნაწილებში.

მე პირადად არ მაინტერესებ საერთოდ, პრინციპიდან – სად მე და სად შენ. მაგრამ, ივანიშვილის ხსენების დღიური ლიმიტის ათვისებაშიც როგორ შეგიშალო ხელი…ისე, ხმალთან და ფართან შენი აგდებული დამოკიდებულება გასაგებია. ეს შედარება, ყოველგვარი სარკაზმის გარეშე, ჩემთვისაა ბოროტების დამარცხების და მოგერიების სიმბოლო, თორემ შენ რით იცავ საკუთარ თავს და კორპორაციას – ვიცი, ნანახი გვაქვს“- წერს ქართველიშვილი Facebook-ზე.

Facebook Comments Box

ავტორის შესახებ

Info Postalioni

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,165,404 ნახვა
%d bloggers like this: