უცხოური მედია

სალმან რუშდიზე თავდამსხმელის განცხადებით, გაოგნებული იყო, როცა შეიტყო, რომ რუშდი გადარჩა

Nusagi

ცნობილ ნოველისტზე სალმან რუშდიზე თავდასხმაში ბრალდებულმა 24 წლის ჰადი მატარმა თქვა, გაოგნებული იყო, როცა შეიტყო, რომ რუშდი გადარჩა. წერს „ეიბისი ნიუსი“

„მე არ მომწონს ეს ადამიანი. რუშდი არის ის, ვინც თავს დაესხა ისლამს, ჩვენს რწმენას“, – თქვა თავდამსხმელმა New York Post-თან საუბრისას.

24 წლის მატარმა თქვა, რომ ის ირანის გარდაცვლილ ლიდერს, აიათოლა რუჰოლა ხომეინს „დიდ პიროვნებად“ თვლიდა, მაგრამ მან არ ისაუბრა იმის შესახებ ასრულებდა თუ არა ის ხომეინის ფატვას, რომელიც 1989 წელს ირანში გამოიცა. 

შეგახსენებთ, 75 წლის რუშდი 12 აგვისტოს  ნიუ-იორკში, ერთ-ერთ უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას დაჭრეს. მისმა აგენტმა განაცხადა, რომ მას დაზიანებული ჰქონდა ღვიძლი, მას ასევე დაზიანებული ჰქონდა თვალი. თავდამსხმელი 24 წლის ჰადი მატარია. 

Facebook Comments Box

AD

Nusagi

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 6,175,812 ნახვა
%d bloggers like this: